რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების თანახმად იმისათვის, რომ საგანგებო თანხებისთვის ერთი დანიშნულება მიეცათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა: 1) ყველა ფონდი, გარდა რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდისა გაერთიანებულიყო მუზეუმის ასაშენებლად, 2) გაერთიანებული ფონდებიდან ბაქრაძის საფლავის ძეგლისთვის გადაედოთ თანხა და ასევე სტუდენტთა დასახმარებლად გარკვეული თანხა გადაეცათ თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაიანგარიშა ნოემბრის თვის ხარჯი, რამაც სულ შეადგინა 254.96 მანეთი. აქედან 2 მანეთი გაიღეს როინაშვილის ქონების დასამტკიცებლად მარკისა და კანცელარიისთვის, ასევე გადაიხადეს ილარიონ ჭეიშვილთან გასაგზავნი წიგნების 99 კაპ. და ვასილ ბეჟანეიშვილთან – 1 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოების განყოფილებათა წარმომადგენლები: ბათუმიდან – ივლიანე გოგოლაშვილი, ბაქოდან – მ. ა. ნასიძე, ბორჯომიდან – გიორგი ვაშაკიძე, თელავიდან – ვასილ კახიძე, კავკავიდან – ვ. ბურჯანაძე, სენაკიდან – პოლიკარპე ლორთქიფანიძე, სოხუმიდან – ნიკოლოზ ჯანაშია, ფოთიდან – იასონ ალექსიშვილი, ქუთაისიდან – იასონ ბაქრაძე და სამსონ ყიფიანი, ყვარლიდან – ვარლამ გარდავაძე, ჭიათურიდან – კიტა აბაშიძე და ხონიდან – მათე ბახტაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი აგვისტოდან 22 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ივნისიდან 11 ივნისამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, ფოთის განყოფილების წევრი იყო იასონ ალექსიშვილი.
1911
ტიპი: თანამდებობა
თბილისის ნოტარიუსის, ილია წინამძღვრიშვილის კანტორა ველიამინოვის ქუჩაზე, №2 სახლში მდებარეობდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, მათე ბახტაძე ხონის განყოფილების წევრი იყო.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, ჭიათურის განყოფილების წევრი იყო კიტა აბაშიძე.
1912
ტიპი: ავტორობა
იაკობ გოგებაშვილის მიერ 1912 წლის 14 მარტს შედგენილი ანდერძის თანახმად, ანდერძის აღმასრულებლებისა და ყველა იმ პირისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ მოანდერძის დაკრძალვაში, საკადრისად უნდა აენაზღაურებინათ გაწეული სამსახური, ხოლო თუ რომელიმე მათგანი უარს განაცხადებდა კუთვნილ გასამრჯელოზე, თანხა შემოწირულობის სახით უნდა ჩარიცხულიყო ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო-საგანმანათლებლო ფონდში, შემომწირველის სახელი კი გამოქვეყნებულიყო.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, ყვარლის განყოფილების წევრი იყო ვარლამ გარდავაძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ იასონ ბაქრაძე და სამსონ ყიფიანი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, სოხუმის განყოფილების წევრი იყო ნიკოლოზ ჯანაშია.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, სენაკის განყოფილების წევრი იყო პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, კავკავის განყოფილების წევრი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, თელავის განყოფილების წევრი იყო ვასილ ბესარიონის ძე კახიძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, ბათუმის განყოფილების წევრი იყო ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, მიხეილ ნასიძე ბაქოს განყოფილების წევრი იყო.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 19 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემებით, ბორჯომის განყოფილების წევრი იყო გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე გამგეობამ ივანე რატიშვილს გადასცა 7 მან. წინარეხში წასასვლელად გრიგოლ ტატიშვილს – 7,04 მან., ზაქარია გრიქუროვს – 156 მან., ასევე წინარეხის სკოლისთვის იყიდეს საათი 5 მანეთად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობამ თედო სახოკიას წიგნების ანგარიშში გადასცა 5 მან., გრიგოლ ყიფშიძეს – 4.48 მან., ალექსანდრე თარხნიშვილს ბიუსტების ანგარიშში – 90 კაპ., ნიკოლოზ ბადრიძეს – 8 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში გადასცა 200 მან., მიხეილ ნასიძეს – 23.20 მან., თომა კევლიშვილს – 5 მან. სულ გამგეობამ გასცა 228.20 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უმაღლესი კურსის მსმენელმა: სოფიო ჩიჯავაძემ, ელენე ქიქოძემ და სტუდენტებმა: კორინთელმა და მღებრიშვილმა სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე. გამგეობამ ს. ჩიჯავაძესა და ე. ქიქოძეს ხუთ-ხუთი თუმანი გადაუხადა, ხოლო სტუდენტებს უარი განუცხადა სწავლის საფასურის გადახდაზე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ გიორგიწმინდის სკოლის პედაგოგმა სტეფანე ნიკოლაიშვილმა, რომ ავადმყოფობის გამო აღმოეჩინათ მისთვის ფულადი დახმარება. გამგეობამ „მოულოდნელი სახარჯოდან“ ს. ნიკოლაიშვილს 3 თუმანი მისცა.