ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ვალერიან ლევანის ძე გუნიამ გაზეთი „სახალხო ფურცელი“ დააარსა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო სახოკიამ სამურზაყანოში იმოგზაურა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო სახოკია გახდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“ თანამშრომელი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო სახოკიამ სამურზაყანოს შემდეგ გურია და აჭარა მოიარა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს „ცნობის ფურცელში“ მოღვაწეობის დროს თედო სახოკიამ გადაწყვიტა საქართველოს განაპირა ადგილების მოვლა და ეთნოგრაფიული აღწერა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სამეცნიერო აკადემიამ შეიძინა მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების ნაშრომი „Картвельский язык и его сравнительная грамматика“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გრიგოლ ანჯაფარიძემ, თომა ელიავამ, გრიგოლ ჩაჩიბაიამ, თეიმურაზ გეგეჭკორმა, გიორგი კონსტანტინეს ძე გვათუამ, პავლე გვახარიამ, მიხეილ თურქიამ და ბესარიონ წოწორიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს, ერმილე მასხულიამ 50 კაპიკი გაიღო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქალაქ ნიკოლაევში ჩასულ იაკობ ფანცხავას გამოუცხადეს, რომ იგი პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის იანვარში იაკობ ფანცხავამ თავისივე თხოვნის საფუძველზე მიიღო განკარგულება ქალაქ ნიკოლაევის ბანკში მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იაკობ ფანცხავა მატერიალური პრობლემების გამო დათანხმდა ფინანსთა მინისტრ სერგეი ვიტეს წინადადებას ქალაქ ნიკოლაევში ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრად მუშაობასთან დაკავშირებით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს „პურ-ღვინოს“ პატრონი ალექსანდრე თოიძე იაკობ ფანცხავას ოთხი თვის განმავლობაში ნისიად არჩენდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იაკობ ფანცხავა ქალაქ ნიკოლაევში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე როსტომაშვილმა გამოსცა იაკობ ფანცხავას თარგმნილი ფერიერის „დარვინიზმი“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იაკობ ფანცხავა ქალაქ ნიკოლაევში იმყოფებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გიორგი წერეთელი არ იმყოფებოდა თბილისში, ამიტომ იაკობ ფანცხავა მასთან დამშვიდობების გარეშე წავიდა გაზეთ „კვალის“ რედაქციიდან.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ალექსანდრე თოიძეს იჯარით ქონდა აღებული კონსტანტინე მუხრანსკის სახლი თბილისში.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკი ფლობდა საკუთარ სახლს ქალაქ თბილისში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896-1897 წლებში ქალაქ ნიკოლაევში ბანკის ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იაკობ ფანცხავა ცხადად ამჩნევდა სახბანკის განყოფილების გამგისა და მისი მეუღლის გულწრფელ სიყვარულსა და პატივისცემას თავის მიმართ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896-1897 წლებში ქალაქ ნიკოლაევში ბანკის ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იაკობ ფანცხავას სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების გამგის ოჯახში დიდი სიყვარულით იღებდნენ.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ვალოდია ლორთქიფანიძე გერმანიაში წავიდა სასწავლებლად.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული ვალოდია ლორთქიფანიძე თბილისის სათავადაზანაურო გიმნაზიაში მუშაობდა მასწავლებლად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო სახოკიამ ჩაატარა სამურზაყანო-გურია-აჭარის ეთნოგრაფიულ-საისტორიო აღწერა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკის სახლი მდებარეობდა გოლოვინის გამზირზე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო კიკვაძის ინიციატივით ქალაქ ფოთში ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს თევდორე კიკვაძემ ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ქალაქ ფოთში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დაარსებას ეძღვნებოდა.