რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 მარტს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა, სოლომონ ელიოზიშვილმა და ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმა, გრიგოლ გამდლიშვილმა ვერის ქუჩაზე მდებარე ახალი სამრევლო საკვირაო სკოლა აკურთხეს და ამ სკოლის არსებობის საჭიროებაზე ისაუბრეს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 9 მარტს ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. განსვენებული 20 წლის განმავლობაში განაგებდა დაღესტნის თემს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 9 მარტს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 მარტს გერმანელთა სკოლის დარბაზში გამართულ პედაგოგიურ კრებას ოცდაათამდე პედაგოგი დაესწრო. კრებაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ხ. Ნ. Გროზდოვი, განიხილეს გერმანელი სწავლულის, შულცეს ნატურალური სწავლების მეთოდის შემოღების საკითხი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 მარტს ა. ივანენკომ მიხეილ შაპარონიანცს და გ. მ. კოლუბანსკის დაავალა, რომ მასთან ერთად დახვედროდნენ თბილისში ჩამოსულ ახალ მთავარმართებელს, გრიგორ გოლიცინს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 მარტს „ცნობის ფურცლის“ საშუალებით გურიის მაცხოვრებლებმა მადლობა გადაუხადეს ბ. ე. მამინაიშვილს, რომელმაც შემოქმედის წიგნსაცავისთვის ფული მოაგროვა და ღარიბ სამკითხველოს დაეხმარა. შემომწირველებს შორის იყვნენ: ბ. ბებურიშვილი, სოლომონ დუმბაძე, კ. ვერულაშვილი, დ. სალუქვაძე, ე. დონაძე და მრავალი სხვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ა. ა. ივანენკომ ვერცხლის ჭურჭლით პურ-მარილი მიართვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა მეუღლესთან ერთად მცხეთის ტაძარი მოინახულა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ალექსანდრე ოქროპირიძემ მოახსენა, რომ მცხეთის ტაძარი ცუდ მდგომარეობაში იყო და ფინანსური დახმარების მისაღებად ხელმოწერებს აგროვებდნენ. გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 მარტს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში ნიკოლოზ ჭავჭავაძის პანაშვიდი გადაიხადეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უდეს, არალის და ვალეს მოსახლეობამ, რომ მათთვის გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იქნებოდნენ: სიმონ ბალახოვი, გრიგოლ აღოშევი, ივანე მერაბიშვილი, გიორგი ზაალიშვილი და პეტრე აღოშევი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ უდეში გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა მთავრობის ნებართვით, ასევე დაემტკიცებინათ სამზრუნველოს წარმოდგენილი წევრები და სამკითხველოს მოსაწყობად სამზრუნველოსთვის გაეგზავნათ 18 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ახალციხეში ილია ჭავჭავაძის იუბილესთვის ემზადებოდნენ და თანხას აგროვებდნენ. ღონისძიებას ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილის ძმა იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნიკოლოზის ზურაბის ძე ჭავჭავაძის მემკვიდრეებმა ალექსანდრე როინიშვილს ქართული ეროვნული მუზეუმისთვის განსვენებულის მიერ დანატოვარი ათი ნივთი გადასცეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1897 წლის 21 აპრილს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 25 ცალი იოსელიანის „ლოცვანი“, თითო − 16 კაპიკად, სულ − 4 მან., 100 რვეული − 4 კაპ. − 4 მან., 25 ცალი იოსელიანის „საღვთო ისტორია“ − 40 კაპ. − 10 მან., ჯამში 18 მანეთის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის გუბერნატორობისას სოფლების პურის მაღაზიები კარგ პირობებში იყო. ადრე ქართლში სოფლის მაღაზიებისთვის პური გროვდებოდა, თუმცა მთავრობა ყურადღებას არ აქცევდა და შეგროვებული პური ისე იკარგებოდა, სოფელს არაფერი რჩებოდა. გიორგი შარვაშიძემ პურის ამბარდნებს ზედამხედველები დაუნიშნა, რის შედეგადაც სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქალაქ სიღნაღის საქალებო სასწავლებლის პედაგოგს, ყაზახოვისას სიღნაღში დიდი რაოდენობით აბრეშუმის ჭიის მოყვანა განუზრახავს.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქ. სიღნაღის საქალებო სასწავლებლის პედაგოგს, ყაზახოვისას სიღნაღში დიდი რაოდენობით აბრეშუმის ჭიის მოყვანა ჰქონდა განზრახული.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ გრიგორი გოლიცინი ყოველდღე ხან ფეხით, ხანაც ეტლით ათვალიერებდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილს, აკვირდებოდა მუშებს და მათ ნამუშევარს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 მარტს გამართულ თბილისის სამეურნეო-საკრედიტო საზოგადოების კრებაზე ილია ჭავჭავაძე და დავით კეზელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.