ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს შტაბის შენობაში ივანე ამილხვარის თავმჯდომარეობით გაიმართა სამხედრო დაწესებულების კრება, რომელზეც იმსჯელეს შავი ჭირის შესახებ. კრებას დაესწრნენ ჯარის უფროსი გენერლები, გუბერნატორი და სამხედრო ექიმები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგემ, ივ. ჭეიშვილმა „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ამავე სკოლის ყოფილ მასწავლებელს, ი. გ. ჯუბაბრიას, რომელმაც სკოლას 3 მანეთად ღირებული რუსეთის საფოსტო რუკა შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგემ, ივ. ჭეიშვილმა „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა კ. შ. ჭეიშვილს, რომელმაც ასკანის ორკლასიან სკოლას პატარა სასკოლო ზარი შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგემ, ივ. ჭეიშვილმა „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ეტლია გიორგის ძე დოლიძეს, რომელმაც სკოლას 19 მანეთის ღირებულების 8 გეოგრაფიული რუკა და 2 მანეთი შესწირა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 8 თებერვალი“ სამეურნეო სასწავლებლის დაარსების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 10 თებერვალი“ („ნუთუ თვალწინ დაგვიდგა დასაწყისი ოსმალეთის დასასრულისა...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი („რუსულ ჟურნალში „Неделя“-ში დაბეჭდილია...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 15 თებერვალი“ ერობისა და საკრებულოს შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ საგურამოდან მისწერა მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს და სთხოვა, მისი საწერი მაგიდიდან აეღო ფურცლები წარწერით „ჟურნალ-გაზეთები“ და რედაქციისთვის გადაეცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გარსევან რატიანს, დავითაშვილს და ჯორჯაძეს ძეგლის ხარჯის გასასტუმრებლად გადასცეს 10 მანეთი, გიორგი ტატიშვილს წინარეხის სკოლისთვის წიგნების დასაკმაზში 1.20 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 თებერვალს თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძემ მიიღო თებერვლის ჯამაგირი 30 მანეთი და აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს, რომ უგზავნის 50 მანეთს თებერვლისა და მარტის ხელფასის ანგარიშში, ხოლო 10 მანეთი მისცეს ქალს, რომელმაც წარმოადგინა ჯორჯაძის წერილი ერთი თუმნის გადაცემის შესახებ. ჯამში მას ექნება მიღებული 60 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 თებერვლისთვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ თბილისის კლუბის დარბაზში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ აკაკი წერეთელს, ვასილ ველიჩკოსა და სხვ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 თებერვალი“ („ჩვენ, ქართველები, რაღაც უბედურ ბედზედა ვართ გაჩენილნი...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 თებერვალს ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ კონცერტს უხელმძღვანელა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 21 თებერვალს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ ნაწყვეტი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ და დავით კარიჭაშვილმა წერილობით მადლობა გამოუცხადეს პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს იმისათვის, რომ საგანგებოდ გამართულ კურსებზე სამრევლო სკოლების მასწავლებლებს სამაგალითო გაკვეთილები ჩაუტარა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 თებერვალს წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა ივანე როსტომაშვილის ალბომი „ქართველთა ტომი“. ალბომი ღირდა 5 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 თებერვალს „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაზეთს წლიურად გამოიწერენ, საჩუქრად მიიღებენ ვალერიან გუნიას მიერ შედგენილ „საქართველოს კალენდარს“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 22 თებერვალი“ („ღმერთო, გვიხსენ უარესისაგან...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი დრამა „ლეკის ქალი გულჯავარი“. რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 თებერვალს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ მეორე ნაწყვეტი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში სამ აბაზად იყიდებოდა ნიკოლოზ დადიანის კანონთა კრებული „დასტურ-ლამა“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ივანე გივის ძე ამილახვარმა განკარგულება გასცა, რომ სამხედრო სასანიტრო კომისიებს დაუყოვნებლივ დაეთვალიერებინათ ჯარების სადგომები, ეზოები და სხვადასხვა დაწესებულებები შავი ჭირის პრევენციისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აკაკი წერეთელმა ყოველთვიური ჟურნალის, „კრებულის” გამოსაცემად ნებართვა ითხოვა.