ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 მაისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს სეპციალურმა კომისიამ საკრებულოს წარუდგინა წინადადება ქუთაისის გუბერნიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებასთან დაკავშირებით. კომისიის ერთ-ერთი წევრი მიხეილ ქიქოძე არ იზიარებდა კომისიის შეხედულებებს. კომისიის სხვა წევრი დავით ხელთუფლიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ დასწრებია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 მაისის „ცნობის ფურცლის” ინფორმაციით, ქალაქში დადიოდა ხმები, თითქოს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის გამგებლობაზე უარს იძახდა. თუმცა ეს ამბავი უბრალო ჭორი იყო და სარწმუნო წყაროს არ ეფუძნებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 7 მაისი“ („ჯერ მინამ ბ-ნ ივანენკოს ნაძიებს გამოვაქვეყნებდეთ...“), 4 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია საზოგადოებაში გავრცელებული ხმების შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძე ბანკში მუშაობას თავს ანებებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ეკატერინე სარაჯიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მომავალი ლატარია-ალეგრისთვის ჩაის სერვიზები, ყვავილის ვაზები, საფერფლეები, ჭიქა და ფურცლები შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 მაისს ექვთიმე ხელაძემ ალექსანდრე ოქროპირიძეს შიომღვიმის მონასტრიდან მიმართა და საეკლესიო მოღვაწეობის 35 წლისთავი მიულოცა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 8 მაისი“ („ბ-ნ ივანენკოს გამოძიებიდამ სჩანს...“), 8 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 მაისის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გამოიცა გიორგი იოსელიანის წიგნი „მოკლე ფორმალური ლოღიკა”.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მომავლის სახალხო ბიბლიოთეკის დამაარსებელი ამხანაგობის წევრმა, ხაზინადარმა იასონ ჯანიაშვილმა, რომ მათთვის გადაეცათ ის თანხა, რომელიც 1897 წლის 11 მაისს გამართული სპექტაკლის ბილეთებში აიღეს. გამგეობამ განაცხადა, რომ ბიბლიოთეკის გახსნის შემდეგ გადასცემდნენ თანხას ჯანიაშვილს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 მაისს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგენათ აკაკი წერეთლის სამმოქმედებიან თხზულება „კინტო“. შემოსული თანხა ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 10 მაისი“ („დღეს საჭიროდ დავინახეთ ავნუსხოთ...“), 9 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს ილია ფერაძემ საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვოს“ შესახებ ლექცია წაიკითხა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბაქრაძის წერილი სათაურით „ახალი ამბავი“ ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ქაიხოსროს ძე ბაქრაძის წერილი ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 მაისს თბილისის სახელმწიფო თეატრში იგეგმებოდა კონცერტის გამართვა, რომელშიც ნიკოლოზ კლენოვსკი იღებდა მონაწილეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 მაისს გორში რკინის ხიდი აკურთხეს. კურთხევის ცერემონიას ივანე ამილახვარი, გრიგოლ გოლიცინი და პეტრე იანოვსკი დაესწრნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 15 მაისი“ („წინა წერილში მოკლედ ავნუსხეთ...“), დასასრული წერილების ციკლისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების საქმე“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 16 მაისი“ („ხვალ, 18 მაისს განკითხვის დღეა...“), რომელშიც თბილისის ამომრჩევლებს მოუწოდებს, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ კანდიდატებს არა ეროვნული ნიშნით, არამედ დამსახურების მიხედვით.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლის ანგარიშში აცნობებს, რომ სკოლა შედგება სამი განყოფილებისგან, რადგან იმ წელს IV განყოფილებაში არავინ გამოცხადდა.

1897

ტიპი: ავტორობა

თამარ ჯორჯაძის შედგენილი 1896-97 სასწავლო წლის 20 მაისის ანგარიშის მიხედვით, სოფელ თონეთის სკოლის I, II და III განყოფილებებში ისწავლებოდა 3 საგანი: საღვთო სჯული, ქართული ენა (წერა და კითხვა), ანგარიში, რუსული ენა (წერა და კითხვა). ქართულ და რუსულ ენებში წერისა და კითხვის ნიშანი იწერებოდა ცალ-ცალკე.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში სწავლობდა 51 მოსწავლე, I განყოფილებაში – 24 მოსწავლე, II განყოფილებაში – 23, ხოლო III განყოფილებაში – 4. მათგან 28 ქალი იყო და 23 ვაჟი, 7 მოსწავლე ეროვნებით სომეხი იყო, ხოლო დანარჩენი – ქართველი.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში მეტი მოსწავლე სწავლობდა, გამოცდებამდე მოაკლდა 16 მოსწავლე, დანარჩენები გადაიყვანეს შემდეგ განყოფილებაში, რადგან კარგი ნიშნები ჰქონდათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 მაისს სოფელ თონეთის სკოლის გამგე თამარ ჯორჯაძემ შეადგინა 1896-97 სასწავლო წლის ანგარიში.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ თონეთის სკოლას სწავლის დამთავრებამდე მოაკლდა მოსწავლეები: 10 მოსწავლე სრულიად გავიდა, ან სამუშაოდ გავიდა მარტის პირველ რიცხვებშივე. I განყოფილებიდან გავიდა 7 სრულიად, 3 ავადმყოფობის გამო და დანარჩენი დედის დასახმარებლად. II განყოფილებიდან – 2 სრულიად გავიდა და 3 სამუშაოდ, III განყოფილებიდან – 1 გავიდა სამუშაოდ. მაისში სკოლაში დადიოდა მხოლოდ 35 მოწაფე: I განყოფილებაში – 15, II განყოფილებაში – 17 და III განყოფილებაში – 3.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ გამგეობას ეკითხება, რომ როდესაც საზოგადოებამ ცხადად დაინახა მოსწავლეთა უმეტესობის მიერ სკოლის დატოვება სასწავლო წლის დამთავრებამდე, რატომ არ ათვალიერებენ სკოლას მაისის ნახევრამდე, როდესაც მასწავლებელს შეუძლია, როგორმე შეაკავოს მოსწავლეთა ნაწილი.