რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე გომარეთის სკოლის პედაგოგს გადასცეს სამგზავრო ფული 20 მან. და ორი თვის ხელფასი, 50 მან., გრიგოლ ყიფშიძეს „ცხოველთა სამეფოს ამბების“ კარიკატურის ანგარიშში – 15 მან., ქართველთა ამხანაგობას „ქართლის ცხოვრების“ დასაბეჭდად – 50 მან., გ. კოტეტიშვილს წიგნების დასაკაზმში – 7 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 35 მან. და ელენე ანტონოვსკის სენაკის სკოლის რევიზიისთვის – 1,80 მან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ „ივერიის“ რედაქციისგან მიიღეს სახელმწიფო შემნახველი სალაროს წიგნი N2524, რომლიდანაც ირკვევა, რომ „ივერიის“ N172-დან გრიგოლ ბურჭულაძეს შეუნახავს საზოგადოების სახელზე რაფიელ ერისთავის ფონდის სასარგებლოდ შეგროვებული ფული 174 მან. და 57 კაპ., ასევე 144 მანეთი მიუღიათ საჩუქრად ალიოზ შიხინაშვილისგან მიუღიათ ავჭალაში სამკითხველოს გასახსნელად. გამგეობამ გადაწყვიტა, რაფიელ ერისთავის თანხისთვის დაემატებინათ 174,57 მან. და ავჭალის სამკითხველოს გასახსნელად შეენახათ ა. შიხინაშვილისგან მიღებული თანხა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე ალექსანდრე ჭიჭინაძემ წაიკითხა მოხსენება კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ ნიკოლოზ ცხვედაძეს მოხსენების შინაარსის გამგეობისთვის გაცნობა დაავალა.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 16 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ მიიღო წერილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჟინოვისგან, რომ ის შეუთანხმდა ქუთაისის საკვირაო სკოლას ბაქოდან გამოგზავნილ 150 მანეთის თანაბრად განაწილების თაობაზე და ასევე გამგეობას სთხოვს, რომ გაუგზავნონ დაპირებული წლიური შემწეობის მეორე ნახევარი 5 თუმანი. გამგეობამ 5 თუმანი მაშინვე გაუგზავნა ელენე ჟინოვს და ასევე აცნობა, რომ ბაქოდან მიღებულ თანხას მას შემდეგ გადასცემდნენ, როცა ქუთაისის საკვირაო სკოლის გამგისგან მიიღებდნენ თანხმობის წერილს თანხის თანაბრად განაწილების შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე ანასტასია წერეთელმა და მარიამ ხახულის ასულმა აბაშიძემ წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ თანხის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, რომლებშიც შეგროვებული იყო 35 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს საექიმო საზოგადოების სხდომაზე მიხეილ გედევანიშვილს მოხსენება უნდა წაეკითხა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბრის „ცნობის ფურცელიდან” ვიგებთ, რომ მედუქნეებმა, ს. კიკვიძემ და იაგორ ბარხუდაროვმა მთავარმართებელს გაუგზავნეს თხოვნა, სადაც ეწერა, რომ ქალაქის გამგეობა სამიკიტნოებზე ბაჟის გაწერისას უნდა სარგებლობდეს სამიკიტნოების არსებული რაოდენობით და არა სამიკიტნოების იმ სავარაუდო რიცხვით, რომელსაც გამგეობა ადგენს ხოლმე წლის დასაწყისში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სახლის დაწვამ, რომელიც კონსტანტინე თავართქილაძეს ეკავა, მითქმა-მოთქმა გამოიწვია, უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ცეცხლი განგებ წაუკიდეს, რათა კონსტანტინე თავართქილაძე და სავაჭრო ამხანაგობა „ს“ დაეზარალებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თავადაზნაურთა უკანაკსკნელი არჩევნების გამო შეტანილი საჩივარი გრიგორი გოლიცინს განუხილავს, თუმცა უსაფუძვლოდ მიუჩნევია და უყურადღებოდ დაუტოვებია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 სექტემბერს ბათუმში ჩასულ მარიამ რომანოვს გრიგორი გოლოცინი, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი და სხვა საპატიო პირები შეეგებნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა 28 მან., ალექსანდრე ჭყონიას – 22 მან., გრიგოლ ჩარკვიანს ბლანკების დასაბეჭდად წერილებისთვის – 5 მან., ასევე იყიდეს იოსელიანის გამოცემული წიგნები: „დიდმოურავნი“, „თეიმურაზ მეფის ცხოვრება“ და სხვ. გამგეობის ხარჯმა სულ 309 მანეთი შეადგინა .
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ აუცილებელი იყო კანცელარიისა და წიგნების მაღაზიისთვის სითბოს შესანარჩუნებლად გაეკეთებინათ მეორე პირი შუშაბანდი და შეეღებათ იატაკები. გამგეობამ თავად კარიჭაშვილს დაავალა საკითხის მოგვარება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომაზე განიხილეს ახალი ათონის სკოლის პედაგოგ დომენტი პარკაიას თხოვნა ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების თაობაზე. პასუხად თავმჯდომარე ალექსანდრე ჭყონიამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდნენ თხოვნას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გაეცნენ საზოგადოების წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებას საწევრო შემოსავლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. თავმჯდომარე ალექსანდრე ჭყონიამ გამგეობის სახელით 26 სექტემბრის საღამოს 8 საათისთვის დანიშნა კრება, რომელზედაც უნდა შეესწორებინათ საზოგადოების წევრთა სია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 სექტემბერს ქალაქის მესამე ნაწილის სასამართლოში გაირჩა ჩარკვიანის მიერ ნაძალადევში აშენებული ქართული თეატრის შენობის საქმე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ 1-ელი ოქტომბრიდან დაეწესებინათ ტანვარჯიშის გაკვეთილები. მასწავლებლად მოწვეული იყო ფოთის სათადარიგო პოლკის პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამგე ალექსანდრე გარსევანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი, ნინო ხელთუფლიშვილი, ბარბარე ვოლსკი, იოსებ ოცხელი, მ. ი. საღარაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, სამსონ დათეშიძე, თომა მთავრიშვილი, გერასიმე ცაგარეიშვილი, ბენედიქტე მამფორია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მდივანი სილოვან ხუნდაძე. პედაგოგიური საბჭოს ჟურნალში ხელს აწერს და ნამდვილობას ადასტურებს საქმისმწარმოებელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით შემოქმედის წიგნსაცავის გამგეობამ ფინანსური დახმარების გამო მადლობა გადაუხადა ყარამან მამულაიშვილს, ლუკა ცისკარიძეს და ფილიპე ბურჭულაძეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეშვიდე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ნიკო მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეშვიდე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე დაადგინეს: 1) ყოველ წელს საზოგადოების წევრებს გაეგზავნებოდათ წერილები და მოეთხოვებოდათ საწევრო ფულის წარმოდგენა, 2) გაზეთ ივერიას გაუგზავნიდნენ საზოგადოების წევრთა სრულ სიას და სთხოვდნენ საწევრო ფულის გამოგზავნას, 3) ყოველ წელს გაზეთ ივერიაში დაიბეჭდებოდა იმ წევრთა სია, რომლებიც საწევრო ფულს შემოიტანდნენ, 4) ყოველ დაწესებულებაში, სადაც საზოგადოების წევრები მსახურობდნენ, აირჩევდნენ აგენტებს, რომლებიც ყოველი თვის 20 რიცხვში გამოართმევდნენ წევრებს ფულს და გაუგზავნიდნენ გამგეობას, 5) დაიბეჭდებოდა ახალი საკვიტანციო წიგნები და გაეგზავნებოდა საზოგადოების აგენტებს.