ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50524

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში ნ. რ. ერისთავიშვილმა და მისმა მეუღლემ ქართული თეატრის დასახმარებლად ათი თუმანი გაიღეს და საზოგადოების სამუდამო წევრები გახდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში იაკობ გოგებაშვილი მძიმედ იყო ავად ინფლუენციით. მას მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში გორის მაზრის მემამულეების სამეურნეო ამხანაგობის კრებას ესწრებოდა აკაკი წერეთელი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში სათავადაზნაურო ქარვასლის გამგებელი კომისიის წევრებად დაინიშნენ: ნიკოლოზ ერისთავი, მიხეილ ისარლოვი და ი. ხერხეულიძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრამდე სათავადაზნაურო ქარვასლის გამგებელი კომისიის წევრები იყვნენ: გიორგი სპირიდონის ძე განძიელი, ალ. სავანელი და ნიკოლოზ არჯევანიძე. ხოლო თავმჯდომარე – სულხან ჭავჭავაძე. იანვრის შემდეგ ამ გამგეობამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში გორის კლუბის დარბაზში გაიმართა გორის მაზრის მემამულეების სამეურნეო ამხანაგობის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობისა და კომიტეტის წევრები. კრების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი, თუმცა კონსტანტინემ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აიღო, რადგან, მისი თქმით, კარგად არ იცნობდა საქმის ვითარებას. ხელმეორედ გამართული არჩევნების შედეგად თავმჯდომარედ ნიკოლოზ ერისთავი დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრიდან, იანოვსკის მოხსენების მიხედვით, სტიპენდიები დაენიშნათ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებს: ლეონიდ მაყაშვილს, ნიკოლოზ ელიავას, კონსტანტინე ელიოზოვსა და ივან სტანიშევსკის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში დაგეგმილი იყო თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა კრება, რომლის შესახებაც თავად-აზნაურებს მიხეილ პეტრეს ძე ისარლოვმა აუწყა. ასევე მოითხოვა, რომ კრების დაწყებამდე წარედგინათ საბუთები, რომლითაც დაადასტურებდნენ არჩევნებში მონაწილეობისა და თავად-აზნაურთა საქმეების განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლებას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძემ ქალაქის გამგეობის წევრებს დაავალა, თვალყური ედევნებინათ სახელოსნო გამგეობის მოქმედებისა და საქმის წარმოებისთვის. სახელოსნო გამგეობის წევრებს კი დაევალათ, რომ აღარ გამოერთმიათ ხელოსნებისთვის ბილეთებში სამ მანეთზე მეტი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული დაინიშნა კავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორის თანამდებობაზე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული დაინიშნა კავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორის თანამდებობაზე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში ივანე ამილახვარი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს გამოვიდა ქაიხოსრო გელოვანის ლექსების კრებული. წიგნი იყიდებოდა სამ შაურად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს კოდორში, სოხუმის ოლქში გაიხსნა დიმიტრი მაჭუტაძისა და თეიმურაზ ჩაჩავას ხე-ტყის ქარხანა. ეს იყო ერთადერთი ქარხანა კავკასიაში, რომელშიც ამზადებდნენ წაბლის ფიცრებს.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის ჯამაგირი 100 მანეთს შეადგენდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ალექსანდრე როინაშვილმა საქართველოს საეკლესიო ნაშთთა საცავს რუსუდან მეფის დროინდელი ვერცხლის ფული შესწირა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს კოდორში გახსნილი ხე-ტყის ქარხნის უმთავრესი საწყობი ბათუმში იყო. შეკვეთისთვის მსურველებს უნდა მიემართათ თეიმურაზ ჩაჩავასთვის — ოჩამჩირეში, ხოლო დიმიტრი მაჭუტაძისთვის — ბათუმში.

1897

ტიპი: ღონისძიება

გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკას 904 მანეთი შესწირეს, დაიხარჯა – 768 მანეთი.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიხეილ თაქთაქიშვილი განჯის გიმნაზიის მასწავლებლად დანიშნეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვრიდან სოფელი მეღვრეკისის სამრევლო სკოლაში კენჭაძე მასწავლებლად მუშაობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში სოფელ მეღვრეკისში სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელიც ადგილობრივი მღვდლის, კენჭაძის სახლში იყო მოწყობილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის ქშწ-კგ საზოგადოების“ მოქმედებისა: 1896 წელი. წელიწადი მეთვრამეტე. ტფ., 1897.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა თავისი თანაავტორობით გამოსული წიგნი „ნარკვევი კახეთის მევენახეობასა და მეღვინეობაზე“ წარწერით.