რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში წლიური აქტი გაიმართა, რომელსაც ფრეზე, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი და სხვა გამოჩენილი ფიგურები დაესწრნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მელიტონ კელენჯერიძეს თერჯოლაში სკოლის დაარსებას სთხოვდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 118 მან., ანტონ გოგიაშვილს – 1 მან., ახალციხის ბიბლიოთეკას – 3 მან., უდის ბიბლიოთეკას – 4 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 7 მან. და ი. დიასამიძეს – 6 მან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე დაადგინეს, რომ ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების ანგარიშში გადაეცათ 173 მანეთი და გადაეხადათ ქირა, 204 მანეთი, კანცელარიისთვის, წიგნის მაღაზიისა და ბიბლიოთეკისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე განიხილეს ინსტრუქცია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მართვის შესახებ, რომელიც გამგეობამ გაუგზავნა ქუთაისისა და სენაკის სკოლებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის პედაგოგ თამარ ჯორჯაძის თხოვნა სხვადასხვა საბავშვო საკითხავი წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ თ. ჯორჯაძეს გაუგზავნა წიგნები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას უნდა დაეწყო სამზადისი დეკემბერში სალიტერატურო სალამის გამართვასთან დაკავშირებით. გამგეობამ კონცერტის ორგანიზება ოლღა ჭავჭავაძეს დაავალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ნოემბერს ქართულ დრამატულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ჟან-ბატისტ მოლიერის თხზულება „სკაპენის ცუღლუტობა”, რომელიც აკაკი წერეთელმა თარგმნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ დედოფალის დაბადების დღისთვის აბასთუმანში გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი და სხვა საპატიო პირები ჩავიდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით სარდიონ დალაქიშვილს მადლობა გადაუხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის ძველი ნივთების შეწირვისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი აბასთუმნიდან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 16 ნოემბერს თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლმა მნათედ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე აირჩია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ანასტასია წერეთლისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 18 ნოემბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე ნიკო ცხვედაძემ წარმოადგინა მის მიერ შედგენილი ინსტრუქცია კავკავის სკოლის მართვის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო და საზოგადოების წევრებს მოუწოდა, დასწრებოდნენ ინსტრუქციის განხილვას.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე ნიკოლოზ ავალიშვილმა თხოვნით მიმართა გამგეობას, რომ შეეძინათ მის მიერ გამოცემული წიგნის „თავადის ქალი“ 500 ეგზემპლარი, თითოეული 1.50 მანეთად. გამგეობამ თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეისყიდონ მისგან „დედა ენის“ მეცამეტე გამოცემის 24000 ეგზემპლარი შემდეგი პირობების თანახმად: 1) დაბეჭდვის და ჰონორარის ფასად მისცენ მას 480 თუმანი და 2) ეს თანხა გადასცენ ნაწილ-ნაწილ, თუნდაც თვეში 10 თუმნის ოდენობით, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე განიხილეს პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების თხოვნა, გამგეობას გაეგზავნა მათთვის სიით წარმოდგენილი წიგნები იმ ფასად, რა ფასადაც თავად გამგეობას ჰქონდა აღებული სხვისგან და ასევე საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები ფასდაკლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა სტუდენტების თხოვნა.