ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1913

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, წიგნსაცავის წიგნებით სარგებლობის უფლება საზოგადოების ყველა წევრს და მეცნიერს ჰქონდა. ხელს აწერს იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე გადაწყვიტეს ლაიფციგში გამოფენისთვის გაეგზავნათ შემდეგი ნაბეჭდი წიგნები: ვახტანგისეული „სახარება“, საჩხერეში გამოცემული „სახარება“, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“, „ბიბლია“ (მოსკოვის გამოცემა), „ქართული გაზეთი“ 1819 წლის და 1832 წლის (თითო ნომერი), „ცისკარი“ 1852 წლის გამოცემა, „იონა მიტროპოლიტისა და ტიმოთეს მოგზაურობა“, ჟურნალი „ივერია“, ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ 1863 წლის გამოცემა, ჟურნალი „საქართველოს სამოთხე“, ვახუშტის „ისტორია საქართველოსი“, მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“, ქართველიშვილის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის თხზულებები გედევანიშვილის გამოცემა, პეტრე ეპისკოპოსის „კონდაკი“, „სახარება“ ლოსაბერიძის გამოცემა, ყაზბეგის თხზულებების კრებული, „ზღაპრები“ ქალების გამოცემა I და II ტომი. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების დამფუძნებელმა კრებამ აირჩია სარევიზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით: რაჟდენ ყარამანის ძე დათეშიძე, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი, რაჟდენ იოსების ძე კანდელაკი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განცხადება გააკეთა ალექსანდრე სარაჯიშვილმა საზოგადოების სასარგებლოდ დავით სარაჯიშვილის ნაანდერძევი მამულების გაყიდვის შესახებ. გამგეობამ ალექსანდრე სარაჯიშვილს სთხოვა მამულების შესახებ ინფორმაცია წერილობით გაეგზავა საზოგადოებისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ „ქართული სამართლის წიგნისა“ და „როსტომიანის“ შეუფერხებლად გამოცემისთვის აუცილებელი იყო სისტემატური მუშაობა და საჭირო ხელნაწერები. ხელნაწერთა უვნებლად დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას საზოგადოების საბჭო საკუთარ თავზე იღებდა. წერილს ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1880

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის, იონა მეუნარგიას და იაკობ გოგებაშვილის ინიციატივით, 1880-1881 წლებში საზოგადოების მმართველობა წიგნებითა და სასწავლო ნივთებით 56 სოფლის სკოლას დაეხმარა, ესენი იყო: ახალქალაქი, ბოდბისხევი, ვაქირი, გიორგიწმინდა, გურჯაანი, ენისელი, კავთისხევი, კაკაბეთი, კარდანახი, ყვარელი, მაღარო, მარტყოფი, მეჯვრისხევი, მეტეხი, მუხრანი, მირზაანი, ნაფარეული, ქვემო მაჩხაანი, ნორიო, პატარძეული, რუისპირი, ხოვლე, საგარეჯო, ხაშმი, შილდა, აკეთი, ალვანი, ამაშუკეთი, ამბროლაური, ასკანა, აცანა, ბაღდათი, ბაჯი, ბარი, ბასილეთი, ბუგეული, ველევი, ჯიხაიში, დიმი, კულაში, ორბელი, სუჯუნა, ტობანიერი და სხვ.