ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50524

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს თედო სახოკიას ნათარგმნი ჰქონდა ეჟის „განთიადი“, მარდოვცევის „ამირანის შვილი“ და ივანე ვაზოვის „დაშინებულნი“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897-1901 წლებში ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა თედო სახოკიას თარგმანი ივანე ვაზოვის „დაშინებულნი“-სა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897-1901 წლებში ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა თედო სახოკიას თარგმანი მარდოვცევის „ამირანის შვილისა“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897-1901 წლებში ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა თედო სახოკიას თარგმანი ეჟის ნაწარმოებისა „განთიადი“.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს სიმონ ქვარიანი საფრანგეთის ქალაქ ლიონში სწავლობდა აგრონომიას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1899 წლებში სიმონ ქვარიანი ცხოვრობდა საფრანგეთის ქალაქებში, ლიონსა და მონპელიეში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1899 წლებში სიმონ ქვარიანი არ იღებდა მონაწილეობას საზოგადოებრივ მოღვაწეობაში საზღვარგარეთ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1906 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით დაფუძნებულ საზოგადოება „სინათლეს“ ჰქონდა ცალკე სკოლა, სადაც ახალი მიდგომებით ასწავლიდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1906 წლებში ფოთში მოღვაწეობისას იაკობ ფანცხავამ გადაწყვიტა ფოთში გიმნაზიის დაარსებისათვის ებრძოლა, რადგან ადგილობრივი ყმაწვილები იძულებულნი იყვნენ სასწავლებლად ქუთაისში წასულიყვნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს აკაკი წერეთელი გამოსცემდა ჟურნალს „აკაკის თვიური კრებული“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს აკაკი წერეთელმა თევდორე კიკვაძე თავის ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ რედაქციის გამგედ მიიწვია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალი „აკაკის თვიური კრებული“ სპეციალურად ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შესაგროვებლად დააარსა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს აკაკი წერეთელი ქართულ ზეპირსიტყვიერებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ საადმინისტრაციო-სამნეო ნაწილის გამგე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ მდივანი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ სტილისტი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს თევდორე კიკვაძე ჟურნალ „კვალთან“ თანამშრომლობდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე ჟურნალ „კვალში“ ხელმოუწერელ წერილებს აქვეყნებდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე ჟურნალში „კვალი“ აქვეყნებდა წერილებს ფსევდონიმებით „ჭაღარა“ და „ფანდი“.

1897

ტიპი: სახელი

1897 წელს თევდორე კიკვაძეს ჰქონდა ფსევდონიმები „ჭაღარა“ და „ფანდი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძეს აკაკი წერეთელი დიდი ნდობით ეპყრობოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძე ყველანაირად ცდილობდა, გაემართლებინა ჟურნალის რედაქტორის, აკაკი წერეთლის ნდობა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1898 წლებში ზეპირსიტყვიერების მასალის რედაქცია თედო კიკვიძისგან დიდ დაკვირვებასა და სიფრთხილეს მოითხოვდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ რედაქტორი აკაკი წერეთელი კითხულობდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და მათი შემდგომი რედაქტირება თევდორე კიკვაძეს ევალებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 იანვარს კავკავის ქართული სკოლის დარბაზში ელენე ჭიჭინაძის მეთავეობითა და ელისაბედ მოზდოკელოვის მონაწილეობით გაიმართა საცეკვაო საღამო, რომლის შემოსავალიც მთლიანად გადაეცა კავკავის ქართულ სკოლას.