რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხს განიხილავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი შეუდგა საქმიანობას და დღესასწაულის მოწყობის შესახებ მოქალაქეთაგან იღებდა წინადადებებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალიოზ შიხინოვი თვითმმართველობისგან აფთიაქის გასახსნელად ნებართვას ითხოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრიდან მსურველებს შეეძლოთ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტისთვის მიემართათ და საიუბილეო დღესასწაულის შესახებ მოსაზრება გამოეთქვათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალიოზ შიხინოვი აფთიაქის დაარსებაზე ნებართვის მიღების შემთხვევაში თბილისის სკოლების ღარიბი მოსწავლეებისთვის წამლების უფასოდ დარიგებას აპირებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დაბა გუდაუთაში თეოფილე გოგიტიძეს პირველ წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნას უმადლოდნენ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე, თეოფილე იოსების ძე გოგიტიძე დაბა გუდაუთადან ფოთში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 დეკემბერს ნინა ჩოლოყაშვილის თაოსნობით სახელმწიფო თეატრში ავქსენტი ცაგარლის თხზულების მიხედვით „ბაიყუჩი“ დაიდგა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ეკატერინე გაბაშვილისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა წაიკითხა მოხსენება საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ მომავალი წლისთვის უნდა დაბეჭდილიყო საზოგადოების დავთარი შედარებით პატარა ზომის და იმავდროულად, აუცილებელი რუბრიკების დამატებით, რომელიც მან უკვე შეადგინა და საზოგადოების ხაზინადარ პავლე ყიფიანის მოწონებაც დაიმსახურა. დავთრის დაბეჭდვის თაობაზე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს თანხმობა განუცხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ დავით ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის 1200 ეგზემპლარის გამოცემის საფასური შეუვსებლად 1000 მანეთი, ხოლო შევსების შემთხვევაში 1200 მანეთი იყო. გამგეობამ მაქსიმე შარაძეს სთხოვა, წარმოედგინა წერილობითი ანგარიში, თუ რა დაჯდებოდა ლექსიკონის დაბეჭდვა და ასევე, ანგარიშში ნაჩვენები უნდა ყოფილიყო განცალკევებით ქაღალდის საფასური.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ საზოგადოების სახელით გარეშე პირები აგროვებდნენ ფულს, რომელსაც იყენებდნენ სათავისოდ და არა საზოგადოების სასარგებლოდ. ინფორმაციის მოძიება, თუ ვინ და რა საფუძვლით აგროვებდა ფულს საზოგადოების სახელზე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს დაავალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დასაბეჭდად წარმოადგინეს იოსებ ცხვედაძის ხელნაწერი მისივე თარგმანით „დონ კიხოტი ლამანჩელი“, რომლის წაკითხვა და საზოგადოებისთვის აზრის მოხსენება გამგეობამ ივანე რატიშვილს დაავალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე ეკატერინე ალექსანდრეს ასულმა ერისთავმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანაც გამგეობამ ამოიღო 12.8 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ექვთიმე თაყაიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა, რომ მოამბის გამომცემელმა ალექსანდრე ჯაბადარმა გუჯრების დაბეჭდვისათვის მოითხოვა 200 მანეთი, სამაგიეროდ კი გამგეობას გადასცემდა 100 ცალ, 500 გვერდიან, ერთ ტომად შეკრულ გუჯრებს. გამგეობამ განაცხადა, რომ ჯაბადარს გადასცენ 20 თუმანი, ამ ფულიდან 10 თუმანი გადასცენ მაშინ, როცა ის წარმოადგენს გუჯრების პირველი ტომის 50 ეგზემპლარს, ხოლო დანარჩენი 10 თუმანი მეორე ტომის 50 ეგზემპლარის წარმოდგენის შემდეგ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გიგო შათირიშვილმა და ლევან ბატიაშვილმა თანხა გაიღეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად რაფიელ მგელაძემ, ივანე ვარდიაშვილმა და ნიკო რამაზიშვილმა თანხა გაიღეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად დომენტი დოლაბერიძემ თანხა გაიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ხელოსანთა მოურავის არჩევნები უნდა გამართულიყო. კანდიდატთა შორის იყო ანდრია ივანეს ძე კაპანაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ იაკობ მუსხელიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ირაკლი ვეზირიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.