ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას მოახსენა სასიხარულო ამბავი, რომ მიხეილ რომანოვმა ამხანაგობის წევრობა ისურვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ ისარლიშვილმა თბილისის საბაღოსნო გამოფენას ძალიან გემრიელი, დიდი ზომის ხილი გაუგზავნა, რომელიც სოფელ საღოლაშენში მოიყვანა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას აცნობა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი, ნიკოლოზ დიასამიძე გარდაიცვალა. კრების წევრებმა ფეხზე ადგომით სცეს პატივი მის ხსოვნას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ოქტომბრის დასაწყისში ილუსტრირებულ მხატვრულ-ლიტერატურულ კრებულში „კავკაზსკაია ჟიზნ“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „ვიხილე სატრფო...“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ოქტომბრის დასაწყისში ილუსტრირებულ მხატვრულ-ლიტერატურულ კრებულ „კავკაზსკაია ჟიზნში“ დაიბეჭდა ანტონ ნატროშვილის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „გლახის ნაამბობი“ ნაწყვეტი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ დავით პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლას სამოცი მანეთი შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს ვენერა ჯაფარიძეს, რომელიც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლაში ქალებს ჭრა-კერვას უფასოდ ასწავლიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ ანტონ პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში სამრევლო სკოლა დააარსა და მოსწავლეებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ალექსანდრე ხახანაშვილმა ქალაქ ჟენევაში ორიენტალისტთა მეათე საერთაშორისო კრებაზე საქართველოს ისტორიის შესახებ მოხსენება წარადგინა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზაქარია ერისთავმა სახელმწიფო ქონებათა და მეურნეობის სამინისტროს სამეურნეო სასწავლებელს ოძისში მდებარე მამული შესწირა. თავადაზნაურობამ ამ საჩუქარზე უარი განაცხადა, რადგან, მათი თქმით, მამულის მოვლას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 ოქტომბერს სოფ. ტეზერში, პეტრე ყიფიანის მამულში, გამოსცადეს გაუმჯობესებული გუთნები. გამოცდის შედეგებმა ინიციატორის იმედები ვერ გაამართლა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილმა ვარშავაში კონსერვატორია დაამთავრა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის სათავაზნაურო სკოლის ინსპექციამ ჭიანურის მასწავლებლად ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი მიიწვია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 ოქტომბერს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებაზე გადაწყდა, კომისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა გიორგი ლასხიშვილის პროექტის განხილვა, გაეუქმებინათ, რადგან მისმა წევრებმა დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსმა მხატვარმა ალექსი ეისნერმა ილია ჭავჭავაძის პორტრეტი დახატა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ოქტომბერს გრიგორი სერგის ძე გოლიცინი ყარსის თემიდან თბილისში დაბრუნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ე. ს. მერჟეევსკი და არტემ ფირალოვი იკვლევდნენ იმას, თუ რა სახის უნდა ყოფილიყო საფეიქრო და საქსოვი სახელოსნო, რომლის დაარსებასაც ამიერკავკასიაში შინამრეწველობის გასაუმჯობესებლად აპირებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთში საქველმოქმედო მიზნით დაიდგა ვალერიან გუნიას პიესა „რაც არ მერგება, არ შემერგება”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის ასარჩევად ხმოსნები შეიკრიბნენ. გარეშე დამსწრეთა შორის ბათუმის ქალაქის მოურავი ლუკა ასათიანიც იმყოფებოდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში უნდა აერჩიათ საბჭოს თავმჯდომარე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავს კანონით არ ექნებოდა საბჭოს თავმჯდომარეობის უფლება. ხმის უმრავლესობით ამ თანამდებობისთვის კონსტანტინე რეიტერი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი ეკატერინოდარის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარეს თანაშემწედ დანიშნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, მდივანი დავით კარიჭაშვილი და თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ცხვედაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე დავით ღამბაშიძეს წიგნების ანგარიშში მისცეს 15.50 მან., კონსტანტინე მესხს ქართული ხმების ანგარიშში – 3 მან., გ. კოტეტიშვილს – 12 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 13, ივანე მაჭავარიანს – 4 მან., ასევე გომარეთის სკოლისთვის შეიძინეს ცარცი და კალამი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგის, მარიამ სუნდუკიანცის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების მიერ გამოცემული ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.