ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 ნოემბერს ქართულ დრამატულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ჟან-ბატისტ მოლიერის თხზულება „სკაპენის ცუღლუტობა”, რომელიც აკაკი წერეთელმა თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ დედოფალის დაბადების დღისთვის აბასთუმანში გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი და სხვა საპატიო პირები ჩავიდნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში მიიღეს გიორგი ივანეს ძე ბადრიძის მიერ შედგენილი წიგნი „შავი ჭირი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით სარდიონ დალაქიშვილს მადლობა გადაუხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის ძველი ნივთების შეწირვისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი აბასთუმნიდან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 16 ნოემბერს თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლმა მნათედ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე აირჩია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ანასტასია წერეთლისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 18 ნოემბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე ნიკო ცხვედაძემ წარმოადგინა მის მიერ შედგენილი ინსტრუქცია კავკავის სკოლის მართვის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო და საზოგადოების წევრებს მოუწოდა, დასწრებოდნენ ინსტრუქციის განხილვას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე ნიკოლოზ ავალიშვილმა თხოვნით მიმართა გამგეობას, რომ შეეძინათ მის მიერ გამოცემული წიგნის „თავადის ქალი“ 500 ეგზემპლარი, თითოეული 1.50 მანეთად. გამგეობამ თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეისყიდონ მისგან „დედა ენის“ მეცამეტე გამოცემის 24000 ეგზემპლარი შემდეგი პირობების თანახმად: 1) დაბეჭდვის და ჰონორარის ფასად მისცენ მას 480 თუმანი და 2) ეს თანხა გადასცენ ნაწილ-ნაწილ, თუნდაც თვეში 10 თუმნის ოდენობით, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე განიხილეს პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების თხოვნა, გამგეობას გაეგზავნა მათთვის სიით წარმოდგენილი წიგნები იმ ფასად, რა ფასადაც თავად გამგეობას ჰქონდა აღებული სხვისგან და ასევე საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები ფასდაკლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა სტუდენტების თხოვნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 33-ე სხდომაზე წაიკითხეს ახალციხის მაზრის უფროსის თხოვნა, მისთვის გაეგზავნათ ალიოზ შიხინოვის გადაცემული თანხის, 144 მანეთის, ქვითარი. გამგეობამ მას ქვითარი გაუგზავნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 33-ე სხდომაზე ალიოზ შიხინოვმა გამგეობას თხოვნით მიმართა, საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტებისთვის გასაგზავნად მარიამ დემურიასთვის 5 თუმანი გადაეცათ იმ ფულიდან, რომელიც შემოუვიდათ აბასთუმანში გამართული ღონისძიებიდან. გამგეობამ შიხინოვის თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გიორგი იოსელიანის მიერ გადმოკეთებულ „ვეფხისტყაოსანს“, რომელსაც გამგეობა ბეჭდავს, უნდა დამატებოდა შემდეგი სურათები: თამარის დაგვირგვინება, საბოძვარის გაცემა, ტარიელი წყლის პირას, ტარიელისა და ავთანდილის გაცნობა და ა. შ. გამგეობამ მდივანს დაავალა ბეჭდვის დროს ჩაემატებინათ სურათები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე ანასტასია გიორგის ასულმა ერისთავმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, რომლიდანაც ამოიღეს 9.90 მანეთი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალიოზ შიხინოვმა საზოგადოებას მოახსენა, რომ ავჭალაში ბიბლიოთეკის გახსნა ვერ მოხერხდა და ამ საქმისთვის გამოყოფილ თანხას გამგეობის განკარგულებაში დატოვებდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ ქართული წიგნის გამომცემელმა ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა იაფფასიანი კრებულის გამოცემა განიზრახა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 22 ნოემბერი“ („Новое Время“ თავისას არ იშლის...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ანასტასია წერეთლისა, ნიკო მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში ზაქარია გრიქუროვს გადასცა 52 მან., ივანე როსტომაშვილს – 15 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 5 და ნიკოლოზ ავალიშვილს – 10 მან.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ზაქარია გრიქუროვს უნდა გადასცენ წიგნების ანგარიშში – 190 მანეთი და ასევე იაკობ გოგებაშვილს რვეულების საფასური, რომელშიც სრულად ერგება – 589 მან. გამგეობამ განაცხადა, რომ ი. გოგებაშვილისთვის უნდა გადაეცათ გაყიდული რვეულების თანხა – 509 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე წარმოადგინეს ახლად დაბეჭდილი წიგნების ანგარიში, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, რომ კავკავის სკოლის სამზრუნველოს მიერ შედგენილი ინსტრუქცია დაემტკიცებინა იმ მუხლების შეცვლით, რომელიც წერა-კითხვის მმართველობამ შემოიღო და შემდეგ გაეგზავნა სკოლისთვის ახალ სასწავლო პროგრამებთან ერთად, რომელიც მათ მასწავლებლებისთვის უნდა წარედგინათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომაზე განიხილეს გურია-სამგერელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლათა ზედამხედველ თედო ჟორდანიას თხოვნა, ეპარქიის 37 სკოლას დახმარებოდნენ სასწავლო წიგნებით და ნივთებით, რადგან მათ სიღარიბის გამო შეძენა არ შეეძლოთ. გამგეობის გადაწყვეტილებით, თ. ჟორდანიას 18 თუმნის სასწავლო წიგნები გაუგზავნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხეთის სკოლის პედაგოგმა ესტატე შუშანიამ, რომ სკოლას დახმარებოდნენ სასწავლო წიგნებით, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდნენ პედაგოგის თხოვნას.