ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის ონში 40-40 კაპიკი გაიღეს ივანე იოსების ძე ჯაფარიძემ, კონსტანტინე სერგოს ძე შენგელიამ, რაჟდენ გრიგოლის ძე ნანუკოვმა, მირ. ომიაძემ და გოგია მეტრეველმა. 

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ნ. ქობულოვისა ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდის თავმჯდომარე იყო. 

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ნ. ქობულოვისამ დარია ქავთარაძისას ერეკლე მეფის სახელობის ფონდისთვის ონში ფულის შეგროვების გამო მადლობა გადაუხადა გაზეთ „კვალში“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ონში ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის 20-20 კაპიკი გაიღეს სტანისლავ ბაქრაძემ, სიმონ გოგროჭიანმა, გელო ბიძიშვილმა და არჩილ იოსების ძე ჯაფარიძემ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ყარამან ჩიქოვანი ექიმ ბ. ნავასარდიანის კლინიკაში თვალის დაავადებებს მკურნალობდა

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს ნ. დიდებულიძის პანსიონსა და სასწავლებელში მოსწავლეებს ქალთა გიმნაზიებიდანაც იღებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ყარამან ჩიქოვანი და ზ. ბაბანასიანცი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში მუშაობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ფ. გერატი და მ. კოგანი ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში მუშაობდნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ექიმი სამსონ თოფურია საკუთარ ამბულატორიაში ნერვულსა და შინაგან დაავადებებს მკურნალობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ქუთაისში, სამსონ თოფურიას ამბულატორიაში, გადამდები სენით დაავადებულებს არ იღებდნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ი. ვარშავსკი ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში მუშაობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში თვალის დაავადებებს ი. ვარშავსკი მკურნალობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში სიფილისსა და ქირურგიულ დაავადებებს ფ. გერატი მკურნალობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში ქალთა დაავადებებს მ. კოგანი მკურნალობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ბ. ბუტკევიჩის თავმჯდომარეობით თბილისში წყლის მილების გაყვანილობა უნდა შეემოწმებინათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ექიმი ყარამან ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩის №16-ში იღებდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ასლან კვიტაშვილი ლანჩხუთის ბოქაული იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს სოსო მერკვილაძემ გამოსცა წიგნაკი „ხალხური ანდაზები და გამოცანები“, რომელსაც სოფლის მასწავლებლებს სემინარიის პირდაპირ მდებარე „Восточный магазин“-ში უფასოდ ურიგებდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება სოსო მერკვილაძის მიერ შედგენილი წიგნაკის „ხალხური ანდაზები და გამოცანები“ გამოცემის შესახებ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს გარდაიცვალა ნიკოლოზ ზუბალაშვილი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ვალერიან გუნია „ცნობის ფურცლის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე სათავადაზნაურო ქარვასლაში, ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით დაარსდა „ცნობის ფურცლის“ სტამბა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ალექსანდრე მირზაშვილი (ფსევდონიმით „მეტეხელი გლეხი“) გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ჟურნალისტი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრში საიუბილეო წარმოდგენა „სამზადისი” იმართებოდა. იმ წარმოდგენის გამგე მარიამ ზაქარიას ასული ერისთავი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი...“).