ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სოფელ ნინოწმინდის სკოლის მასწავლებელი გრ. ხუციაშვილი მადლობას უხდიდა ირაკლი ავალიშვილს, კირილე ზუმბულიძეს და სვიმონ თითბერიძეს, რომლებმაც სკოლას 50-ზე მეტი ქართული და რუსული საყმაწვილო წიგნები შესწირეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ თავადი ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე ნათესავებსა და ახლობლებს ძმის, ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძის გარდაცვალების ამბავს ატყობინებდა, რომლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურთა წინამძღოლები, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და სიმონ გიორგის ძე წერეთელი მოსკივის გენერალ-გუბერნატორს, სერგეი ალექსანდრეს ძე რომანოვს შეხვდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ექვთიმე ხელაძის წერილი „სამღვდელოების საყურადღებოდ“ გამოქვეყნდა, რომელშიც საეკლესიო წიგნების გამოცემის შესახებ იყო საუბარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა და ამავე სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა გამგეობას შესთავაზეს მასწავლებლად დაენიშნათ შემდეგი პირები: სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი და გალაქტიონ სიმონის ძე თუთბერიძე. ასევე მათ სხდომაზე წარმოადგინეს იმ პირთა სია, რომლებსაც სურდათ მასწავლებლობა: მალაქია გრიგოლის ძე სირაძე, არჩილ მირიანაშვილი, ტროფიმე გიორგის ძე ჯოხთაბერიძე, ალექსი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომიძე, ნესტორ ეგნატეს ძე კიკალეიშვილი, ნინო პეტრეს ასული ნოიტაკი და კონსტანტინე ელიზბარის ძე კიკიანი. გამგეობას აღნიშნული მოხსენებები არ განუხილავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების რამდენიმე წევრის განცხადება, რომ მოეწვიათ კრება და ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე, თუმცა გამგეობამ ეს საკითხი არ განიხილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის გუბერნიის განცხადება, რომ ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე. ეს საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის ადგილობრივი საზოგადოების მოხსენება, რომ კიდევ ერთხელ განიხილონ სენაკის სკოლის ინსპექტორის საქმე. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს გადასცეს 88.50 მან., კონსტანტინე თავართქილაძეს – 20 მან., გრიგოლ ჩარკვიანს – 30 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 3.50 მან., ვალერიან გუნიას – 12.50 მან., ასევე გადაიხადეს ვასილ ბეჟანეიშვილთან წიგნების გასაგზავნი 89 კაპ. და სხვა გადასახადები, რამაც სულ შეადგინა 244.24 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეორე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ გაათავისუფლონ თანამდებობიდან. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ საქმის სასარგებლოდ საჭირო იყო გომარეთის სკოლის მასწავლებელი გადაეყვანათ რომელიმე სხვა სკოლაში სამუშაოდ. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ჭიჭინაძემ წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანაც გამგეობამ ამოიღო 21.36 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი აგვისტოდან 22 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის მოურავი ნოკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე ქალაქში რკინიგზის გაყვანასა და პროგიმნაზიის დაარსებას ითხოვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ეგზარქოს ფლაბიანეს სახლის დარბაზში არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად სახელდება შედგა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 22 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ ვასილ არაბიძე, დავით ლეონიძე და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ კესარია ჟღენტი, ალექსანდრე ხაბულიანი და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ჭიათურაში დადგეს ვლადიმერ მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ჭიათურაში დადგეს ვალერიან გუნიას პიესა „არც იქით, არც აქეთ“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „წუთის საცოლო“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ეგზარქოსი ფლაბიანე, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე და იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი იყვნენ მიწვეული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის გაიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა ლავრენტი აგლაძემ, რომ დროებით დატოვონ ისევ სენაკის სკოლაში პედაგოგად და არ გადაიყვანონ თონეთის სკოლაში სამუშაოდ. გამგეობამ მისი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.