ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: იაგორ კონსტანტინეს ძე მესხი, დიმიტრი ლაზარეს ძე ბელთაძე და სვიმონ ექვთიმეს ძე ბურკაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი გრიგოლ დავითის ძე მაისურაძე ამ განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს სიმონ პარმენის ძე ნიკოლეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების მდივანი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ბაგრატ ფილიპეს ძე ნამიჭეიშვილი, ბესარიონ ივანეს ძე ნადირაძე, პლატონ ლუკას ძე აბაშიძე და ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ისიდორე დავითის ძე დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი ამ განყოფილების სარევიზიო კომისიაში იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს დავით სვიმონის ძე ვაშალომიძე და ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩხუბიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, დ. დ. ცისკარიშვილი, ალექსანდრე გიორგის ძე როინაშვილი და ვასილ ალექსის ძე კაიშაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ზაალ დავითის ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების მოლარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ვასილ გიორგის ძე ქუმსიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების მდივანი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 68 მოსწავლიდან (ვაჟი – 67, ქალი – 1. 13-მა ბავშვმა უსახსრობის გამო სწავლა მიატოვა) 38-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლუხვანოს (ლეჩხუმი) სკოლის მასწავლებელი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 32 მოსწავლიდან ათს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის სკოლის მასწავლებელმა ალექსი დავითის ძე ჯაბიძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 42 მოსწავლიდან (ვაჟი – 36, ქალი – 6) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელი ტრიფონ ცხადაია მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 29 მოსწავლიდან 16-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაროს (სიღნაღის მაზრა) სკოლის მასწავლებელმა იერემია ჭარელოვმა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 48 მოსწავლიდან 27-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნოჯიხევის სკოლის მასწავლებელი ზოსიმე გვაზავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 21 მოსწავლიდან ორს მათი შეძენა არ შეეძლო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სტეფანე ხოჯაევი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ეგნატე იოსელიანი იყო კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების მდივანი.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის სკოლის მასწავლებელი თეოფილე ბესარიონის ძე დადუნაშვილი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 60 მოსწავლიდან 30-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძიმითის სკოლის მასწავლებელი თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 90 მოსწავლიდან 27-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქვემო მაჩხაანის სკოლის მასწავლებელი იოსებ კაპანაძე მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 34 მოსწავლიდან (ვაჟი – 30, ქალი – 4) ცხრას მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლესიჭინის (ზუგდიდის რაიონი) სკოლის მასწავლებელმა სოფრომ ბერულავამ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 34 მოსწავლიდან (ვაჟი – 33, ქალი –1) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ჭოღის (ზუგდიდის რაიონი) სკოლის მასწავლებელმა სოფრომ ხომერიკმა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 15 მოსწავლიდან შვიდს მათი შეძენა არ შეეძლო.