ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50502

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან მოსე ჯანაშვილი დიმიტრი ბაქრაძის მიერ სიონთან დაარსებული სიძველეთა საცავის გამგე იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ივერიის“ №84-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა გიორგი ქოჩაკიძის ნეკროლოგი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ივერიის“ №138-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა თამარ ქართველიშვილის ნეკროლოგი.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს გარდაიცვალა ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს „ივერიაში“ მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა ალექსანდრე როინაშვილის ნეკროლოგი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან მოსე ჯანაშვილი დიმიტრი ბაქრაძის ასისტენტი იყო სიონთან არსებულ სიძველეთ-საცავში.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს იაკობ ფანცხავა მუშაობდა ქალაქ ფოთის გამგეობის უფროს ბუღალტრად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ნიკო ნიკოლაძემ იაკობ ფარცხავა დანიშნა ქალაქ ფოთის გამგეობის უფროს ბუღალტრად.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის გაზეთ „ივერიის“ №74 და №75-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „იუდას კერძი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის გაზაფხულზე ნაძალადევში გრიგოლ ჩარკვიანის მეთაურობით მუდმივი წარმოდგენების გასამართად ამხანაგობა შედგა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 წლებში თედო სახოკიას წერილებს მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის ცნობილი ქომაგი და რუსეთში გავლენიანი პირი, ნიკოლოზ დურნოვი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898-1900 წლებში თედო სახოკიასა და მისი მეგობრების პროტესტი სოხუმის ეპისკოპოსის განუკითხაობის წინაამღდეგ უყურადღებოდ რჩებოდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წელს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლიდან ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ვახტანგ ღამბაშიძემ აკაკი წერეთელს ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ დაბა ზესტაფონში გადატანა ურჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თევდორე კიკვაძემ ჟურნალთან „აკაკის თვიური კრებული“ თანამშრომლობა შეწყვიტა, რადგან ჟურნალის რედაქცია დაბა ზესტაფონში გადავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თევდორე კიკვაძე გურიაში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თედო კიკვაძე კერძო გაკვეთილებს ატარებდა ოზურგეთში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თედო კიკვაძე ოზურგეთში დასახლდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს გურიაში დაბრუნებულ თევდორე კიკვაძეს არ სურდა სახელმწიფო სამსახურში შესვლა, ამიტომ კერძო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი სინოდმა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 3 იანვარს მეცნიერი და პედაგოგი ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს და გვირგვინით შეამკო მისი ცხედარი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „ნეკროლოგი, ილია ოქრომჭდლიშვილი“.