ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50502

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი თამარ სოლომონის ასული ქართველიშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ივნისს სოფელ ნიკორწმინდაში რაჭის მაზრის ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ მოყვარულმა მსახიობებმა ვალერიან გუნიას „არც აქეთ, არც იქით“, გიორგი ერისთავის „დავა“ და მიხეილ ლერმონტოვის „ორი ძმა“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში გიორგი ჟურულმა დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრებს მოუწოდა, რომ თეატრის შენობა და საქმის წარმოება საკუთარი მმართველობისთვის დაექვემდებარებინათ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში ნიკოლოზ ხიზანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში ნიკოლოზ თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში ივანე ჯაბადარმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 10.35 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო — 12 მანეთი გადაიხადა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის ივლისში აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრები, მათ შორის იყო ვასილ მანსვეტაშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის ივლისის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ შორეული აღმოსავლეთიდან მამია ორახელაშვილის წერილი და შემოწირული თანხა მიიღო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 1-ელ ივლისს სახალხო სკოლების ინსპექტორმა პავლე ივანეს ძე სავიჩმა დააკმაყოფილა სოფელ აკეთის მამასახლისის, პ. თოხაძის თხოვნა ადგილობრივი ქალთა სკოლისთვის მესამე მასწავლებლის გამოყოფის თაობაზე.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილი საბანკო საქმეებთან დაკავშირებით

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ მურვანიშვილის წერილი „ყურმოკრული საუბარი. მსახიობთა დაფასება“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგული მწერლისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის სამძებრო სამუშაოები შვიდი დღის მანძილზე უშედეგოდ მიმდინარეობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიებში ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი „ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდის“ პირველი წიგნი 20 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 2 ივლისს „ცნობის ფურცელში“ ივანე სოლომონის ძე მჭედლიძე ნათესავებსა და ოჯახის ახლობლებს თამარ ქართველიშვილის გარდაცვალების შესახებ ატყობინებდა, რომლის სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში შედგებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ შ. ფრონელის ფსევდონიმით ზაქარია ედილაშვილის წერილი „ნათარგმნი წიგნების შესახებ“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბოლო დღეებში მტკვარში ნაპოვნი 16 დამხრჩვალიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულ ივანე მაჩაბელს გარეგნულად არც ერთი არ ჰგავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამხანაგობა „გლეხის“ მიერ გამოცემული სადღეგრძელოების კრებულის შეძენის მსურველებს ზესტაფონში მელიტონ გაჩეჩილაძისთვის უნდა მიემართათ.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ვ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის წერილი „საპედაგოგიო კურსები ტფილისში“ გამოქვეყნდა 1-ელ და 2 ივლისს გამართული საყმაწვილო ლექციების შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ შემოქმედის სამკითხველოს გამგის, ხარიტონ ჩხატარაიშვილის სამადლობელი წერილი მიხეილ ნიკიფორეს ძე მახარაძისადმი, რომელმაც სამკითხველოს 7 მანეთის ღირებულების მაგიდის საათი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ აცანის უფასო სამკითხველოს გამგის, გ. კურტანიძის სამადლობელი წერილი ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილისადმი, რომელმაც სამკითხველოს დასახმარებლად ქუთაისში 20 მანეთი და 80 სასაჩუქრე წიგნი შეაგროვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში გარდაცვლილი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნთსაცავი და სამკითხველო დაარსდა, რომლის გამგედ ერმალოზ ყარანგოზიშვილი დაინიშნა, ხოლო წესდების შემუშავება აბელ იაშვილს დაევალა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივნისში ნიკოლოზ გიტოს ძე გოგიტიძის, თომა ზაქარიას ძე ნასიძის, გრიგოლ ნიკოლოზის ძე პაპიტაშვილისა და დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძის საწევრო გადასახადებით სულ 18 მანეთი მიიღო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ აცანის სამკითხველოს თანამშრომლის, მავრი სპირიდონის ძე ტუსკიას სამადლობელი წერილი იმ შემომწირველებისადმი, რომლებმაც სამკითხველოს ფულადი დახმარება გაუწიეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ იმედაშვილის მიერ გამოცემული ივანე ბუქურაულის თხზულება „ზურაბის კოშკი“ 3 კაპიკად იყიდებოდა.