ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობმა ბარბარე ავალიშვილმა ქართულ დრამატულ საზოგადოებას რამდენიმე სასცენო კოსტუმი უსახსოვრა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ძმებ თავართქილაძეების წიგნის მაღაზიაში ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი „სახელმძღვანელო სამღვთო სჯულის სასწავლებლად საერო და სამრევლო სკოლების მოწაფეთათვის“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 10 ნოემბერი“ („რომ იტყვიან, მონატერი აირიაო...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის წიგნის მაღაზიებში მიტროფანე ლაღიძის მიერ გამოცემული დიმიტრი მაჩხანელის თხზულება „მარო“ 3 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის წიგნის მაღაზიებში მიტროფანე ლაღიძის მიერ გამოცემული აკაკი წერეთლის პოემა „ნათელა“ 20 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის წიგნის მაღაზიებში მიტროფანე ლაღიძის მიერ გამოცემული პარმენ ცახელის კრებული „რჩეული ლექსები და უკვდავი სარდალი“ 10 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ხორშელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სპირიდონ ნორაკიძის კორესპონდენცია „დ. ოჩამჩურე. საზარელი ავაზაკობა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მიხეილ მურვანიშვილის კორესპონდენცია „კრილოვის ძეგლი“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან ყუბანის მაზრაში, შემდეგ კი ქალაქ დარუბანდში გაემგზავრებოდა და თბილისში 14 ნოემბერს დაბრუნდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავადმყოფი მსახიობის, ბარბარე ხერხეულიძე-ავალიშვილის დასახმარებლად, ქართული დრამატული საზოგადოება ჰერმან მელვილის „სიულივანის“ პრემიერას წარმოადგენდა, რომლის თარგმანიც დავით მესხს ეკუთვნოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და 6 შაურად იყიდებოდა ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის პიესა „კორიოლანოსი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოტოგრამა აბრამ ნორდშტეინმა გამოსცა ქართველი მწერლების პორტრეტების ალბომი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვათა სურათები იყო წარმოდგენილი. ალბომი 75 კაპიკი ღირდა და შემოსავლის 10 პროცენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საჭიროებებს მოხმარდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება შეუძლოდ მყოფი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილის დასახმარებლად დავით მესხის მიერ თარგმნილ ჰერმან მელვილის დრამა „სიულივანს“ წარმოადგენდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” დაიბეჭდა ქეთო ზარაფიშვილის წერილი „თეატრის მატიანე” ქუთაისის დრამატული თეატრის ქართული წარმოდგენების შესახებ.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძის მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო ფონდის საქმიანობის შესახებ იუწყებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სამეურნეო ბანკის მმართველობამ ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე კახეთში მიავლინა ადგილობრივი ჩარჩების მიერ ხელოვნურად შემცირებული ღვინის ფასის საკითხის შესასწავლად.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და 20 კაპიკად იყიდებოდა ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „საღვთო რჯულის სასწავლებლად საერო და სამრევლო სკოლების მოწაფეთათვის“.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ვასილ როინაშვილისა და გაიანე წიკლაურის შეტყობინება ნათესავებისა და ნაცნობებისადმი, რომლის თანახმად, 14 ნოემბერს დიდუბის ეკლესიაში, ალექსანდრე როინაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 13 ნოემბერი“ („ამ უკანასკნელ წლებში...“).

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდლები, ლუკა მაღრაძე და მაკარ გაჩეჩილაძე სოფელ წევას ერთკლასიანი სკოლის გამგეები იყვნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამტრედიის ბოქაული ვარდენ ქელბაქიანი სხვა სამსახურში გადაიყვანეს, დაბაში ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები გახშირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე არდიშვილი ახალი, 1899 წლის უბის კალენდრის გამოცემას გეგმავდა, რომლის ტირაჟი 3000 ეგზემპლარი იქნებოდა და 2-დან 5 კაპიკამდე ეღირებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ნოემბერს მძარცველებმა ელენე ანტონოვსკაიას სახლიდან სამზარეულოს ავეჯი და 25 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ბათუმის ხმოსნად აირჩიეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 15 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან თბილისში დაბრუნდა.