რეგისტრირებული ფაქტები47933
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მღვდელი ლავრენტი ივანეს ძე წულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 სექტემბერს დეკანოზი მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 26 სექტემბრამდე ანდრია ლევანის ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 სექტემბერს გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება გაიხსნა. 1916 წლის 26 სექტემბრამდე ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ძველმა და ახალმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, 7 სხდომა გამართა და 26 საქმე განიხილა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივლისში ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ ბათუმში გრიგოლ მასუმოვისგან მიიღო ხაზინადარ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ ტელეგრამით საჩუქრად გამოგზავნილი 10 თუმანი მუყაითი შრომისათვის.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, პეტრე იორდანეს ძე ქუთათელაძე და მიხეილ ბესარიონის ძე ესაკია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების საზოგადო სხდომაზე განყოფილების გამგეობის ახალ წევრებად აირჩიეს: ვლადიმერ მალაქიას ძე ჯაფარიძე, ვარდენ მაქსიმეს ძე ჩხაიძე, ვლადიმერ ბესარიონის ძე ხოშტარია, ნოე ალმასხანის ძე ჟღენტი და ბეგლარ იესეს ძე მამალაძე
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე, ვლადიმერ იესეს ძე გაგუა, გიორგი მინას ძე აბაშიძე, იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი, მიხეილ ოტიას ძე გვალია და თადეოზ გიორგის ძე კეშელავა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე, მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე, ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე, ლავრენტი ივანეს ძე წულაძე, ვლადიმერ იესეს ძე გაგუა, იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის 7 სხდომიდან 4-ს დაესწრნენ.
1916
ტიპი: მფლობელობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარეც 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, ერთი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას (თავმჯდომარე – გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე) 202 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე) ნაბადის პირველ დაწყებით სკოლაში,რომელშიც ომით გამოწვეული შიშის გამო სწავლა დროებით შეწყვეტილი იყო, სასწავლო პროცესი განაახლა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე) სახალხო სახლისა და სკოლის ასაშენებლად 2 მიწის ნაკვეთი შეიძინა, მაგრამ სიძვირისა და მუშახელის უშოვნელობის გამო ვერც ერთი ვერ ააშენა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას (თავმჯდომარე – გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე) შემოსავალი წინა წლის ნაშთით 1 057. 06 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 997. 63. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 59. 43 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ანდრია ლევანის ძე ქავთარაძე, თადეოზ გიორგის ძე კეშელავა, მიხეილ ოტიას ძე გვალია, იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი და გიორგი მინას ძე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის 7 სხდომიდან არც ერთს არ დასწრებიან.
1885
ტიპი: ავტორობა
1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ ცირკის მმართველ ტაურეკის ერთი წარმოდგენიდან მისთვის ჩაბარებულ სკოლას 132. 24 მანეთი ერგო და სთხოვა, ეს ფული (აკლდა 40 მანეთი, რომლითაც სკოლისთვის შეშა იყიდა) სექტემბრიდან ყოველ თვე 20 მანეთის დაქვითვით მისი ხელფასიდან აეღოთ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს კაპიტონ ძნელაძე, აკაკი კონსტანტინეს ძე ქაჯაია, არტემ ლაპარტყავა და ივანე მარკოზის ძე ლონდარიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ლავრენტი ღლონტი, რომან მაღრაძე, ფარნაოზ ჯაში, თეოფილე კაჭახიძე და ალექსანდრე შაველიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე ესაკია, ტიმოთე შენგელია, არ. ჩიხრაძე, კოწია მჟავია და გაბრიელ ბორჩხაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ბრონისლავა კალატოზიშვილი, ელენე გიორგის ასული ბერძნიშვილი, ელენე სიმონის ასული ჩერქეზიშვილი, დავით სოკრატის ძე სულიაშვილი და აბრამ კალანდაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: თინათინ ნიკაგოსოვისა, ვლადიმერ გიორგის ძე ნახუცრიშვილი, ანა ხახუტაშვილი, სოფიო გერასიმეს ასული ნარეკლიშვილი და დიონისე კალატოზიშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: სოფიო მთვარელიძე, თამარ იოსების ასული მთვარელიძე, ევდოკია ხახუტაშვილი, თეოდორა ქვარიანი და ანა ყიასაშვილი.