რეგისტრირებული ფაქტები50861
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ვანო ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ელი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე განიხილეს წიგნებით მოვაჭრე კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზიიდან ორი თვით ნისიად მიეცათ ორასი ან სამასი მანეთის ღირებულების წიგნები, ხოლო თავდებად ჩათვლოდა ის წიგნები, რომლებიც გასაყიდად საზოგადოების მაღაზიაში ჰქონდა მიბარებული. გამგეობამ მას გადასცა 10 თუმნის წიგნები, ხოლო თავდებად გამოართვა მისი კუთვნილი წიგნები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, კიტა აბაშიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების რამდენიმე წევრის განცხადება, რომ მოეწვიათ კრება და ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე. საკითხი გამგეობამ განსახილველად შემდეგი სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ საქმის სასარგებლოდ საჭირო იყო გომარეთის სკოლის მასწავლებელი გადაეყვანათ რომელიმე სხვა სკოლაში სამუშაოდ. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თომა კევლიშვილი გადაეყვანათ მასწავლებლად წინარეხის სკოლაში, ხოლო წინარეხის სკოლის მასწავლებელი ეკატერინე რუსიეშვილი გადაეყვანათ გომარეთის სკოლაში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა იასონ ნიკოლაიშვილმა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგის ან აღმზრდელის პოზიციაზე დაესაქმებინათ. გამგეობამ ქუთაისის სკოლის გამგეს დაავალა ნიკოლაიშვილი მასწავლებლის პოზიციაზე დაენიშნა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, კიტა გიორგის ძე აბაშიძე, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი და გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, კიტა აბაშიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის გუბერნიის განცხადება, რომ ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე, მაგრამ გამგეობამ უყურადღებოდ დატოვა მათი თხოვნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა და ამავე სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა გამგეობას შესთავაზეს მასწავლებლად დაენიშნათ სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი და გალაქტიონ სიმონის ძე თუთბერიძე. ასევე მათ სხდომაზე წარმოადგინეს იმ პირთა სია, რომლებსაც სურდათ მასწავლებლობა: მალაქია სირაძე, არჩილ მირიანაშვილი, ტროფიმე ჯოხთაბერიძე, ალექსი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომიძე, ნესტორ კიკალეიშვილი, ნინო ნოიტაკი, კონსტანტინე კიკიანი, გიორგი ბოკერია, გრიგოლ წულუკიძე და ერმალოზ ჯაში. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ სენაკის მასწავლებლად დაენიშნათ გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე, ხოლო სხვა კანდიდატთა განცხადებები განეხილათ მომდევნო სხდომაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 აგვისტოს თბილისში მთავარმართებლის, გრიგოლ გოლიცინის ჩამოსვლას ელოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში ქუთაისში, სამსონ თოფურიას საავადმყოფოში, გადამდები სენით დაავადებულებს არ იღებდნენ.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 27 აგვისტოს, ნაშუადღევს, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ეზოში მდებარე ფანტანში გიორგი სხირტლაძის 11 წლის დისწული დაიხრჩო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს, დიდმოწამე შუშანიკის ხსენების დღეს, მეტეხის ტაძარში ლოცვა ეპისკოპოსმა ლეონიდ ოქროპირიძემ წაიკითხა, პარაკლისი კი ეგზარხოსმა ფლაბიანემ გადაიხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჭალაგანიძის წერილი, რომელშიც ის ნატალია გაბუნია-ცაგარელს სამრევლო-საეკლესიო სკოლის დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში გამოვიდა ჟურნალ „ჯეჯილის“ მე-7 და მე-8 ნომრები, რომლებშიც სხვა ნაწარმოებთან ერთად შიო მღვიმელის, დომენტი თომაშვილისა და ვანო ბირკაძის ლექსები იყო დაბეჭდილი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დავით ლეონიძე მოხსენებულია კაცხელის ფსევდონიმით.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იროდიონ ხოსიტაშვილი პერიოდულად მონაწილეობდა ბაქო-ბალახნის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად გამართულ წარმოდგენებში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაქო-ბალახანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად გამართულ წარმოდგენებში ვლადიმერ კანდელაკი მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პანტელეიმონ ჭანიშვილისა და იროდიონ ხოსიტაშვილის თაოსნობით გამართული წარმოდგენებიდან მიღებული ფული ქართველების მიერ დაარსებულ ბაქო-ბალახანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ხმარდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პანტელეიმონ ჭანიშვილისა და იროდიონ ხოსიტაშვილის თაოსნობით ბალახანში დროგამოშვებით საქველმოქმედო წარმოდგენები იმართებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სტამბაში იბეჭდებოდა კოტე მესხის ბიოგრაფია „უკანასკნელი მთავარი სვანეთისა“.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლიუბა გაწერელიასი მარტვილის დაბა ნაოღელევის სამკითხველოს გამგე იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ბახვა კაკუტია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე დილის 9-დან 2 საათამდე, ხოლო საღამოს 5-დან 7 საათამდე მიხეილის ქუჩა N 32-ში იღებდა.