რეგისტრირებული ფაქტები50861
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე სახალხო უნივერსიტეტში მუშაობდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ეფრემ მიხეილის ძე ბილანაშვილი, ნატალია ბეროზაშვილი და ალექსანდრე დიმიტრის ძე ბზიავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სვიმონ გრიგოლის ძე ბუკია, ვანო ეგნატეს ძე ბერაძე, მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი, ივანე ესტატეს ძე ბედოშვილი და ელენე მიხეილის ასული ბილანაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: აკაკი არტემის ძე ბუაჩიძე, ნიკო ილიას ძე ბერეჟიანი, ივანე ერასტის ძე ბერძენიშვილი, მოსე მარიკოს ძე ბიბინეიშვილი და გიორგი (გიგო) ბერელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იაკობ ბახია, ნიკიფორე ილარიონის ძე ბურჭულაძე, თებრონე ერმილეს ასული ბურჭულაძე, სერაპიონ იოსების ძე ბურჭულაძე და მიხეილ დავითის ძე ბარნაბიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იროდი გლ.-ს ძე ბოლქვაძე, ვასილ ელიზბარის ძე ბერიაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ბებურიშვილი და არსენ ოქროპირის ძე მინაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ვრცელდებოდა ხალხში, ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, სოფლებში საზოგადოების განყოფილებები სწორედ მათი დახმარებით იხსნებოდა. აქედან გამომდინარე, უსამართლობა იყო იმის თქმა, რომ მოსახლეობა არ იყო მზად საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის მისაღებად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშასთან შედარებით მატერიალურად ბევრად კარგ მდგომარეობაში იყო, მაინც უჭირდა 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა და მუშას, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა უფრო მეტად გაუჭირდებოდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ელ თებერვალს სოფ. ენისელის სკოლის მასწავლებელმა პ. ხატიევმა სკოლის ბიბლიოთეკისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 28 სხვადასხვა საკითხავი წიგნი მიიღო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ლ მარტს დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ შემოწირული წიგნები მთლიანად ღარიბ მოსწავლეებს დაურიგა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, მეჯვრისხევის სკოლისთვის საჭირო იყო: 15-15 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ბუნების კარი“, სახატავი რვეულები (დახაზული ნიმუშები), ჯუღელის ან უმიკაშვილის წერის დედანი, ლოცვანი, ლაზარე ტურიევის „საღმრთო ისტორია“ და „ლოცვების განმარტება“, 2 ეგზემპლარი ოლ. დიდებულიძის თარგმნილი „არითმეტიკული გამოცანები“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ლ მარტს დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა, ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად. გამგეობამ სულ 35 წიგნი გაუგზავნა, აქედან 26 წიგნი თითო ეგზემპლარი, 9 – ორ-ორი, და 2 – სამ-სამი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა ს. თოფურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნოსირის სკოლაში იმჟამად საჭირო იყო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად შემდეგი სახელმძღვანელოები: იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ – 10 ც., „დედა ენა“ – 18 ც., გ. კალანდარიშვილის „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“ – 18 ც., რუსულიდან გ. დიდებულიძის თარგმნილი „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“ – 11 ც., დიდებულიძის ნათარგმანი „ლოცვები განმარტებებით“ – 17 ც., ა. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“– 14 ც., რუსული წერის დედანი სახატავი ნიმუშებით – 12 ეგზემპლარი.