ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმის პოლიცია იმ მძარცველების ვინაობის დადგენას ცდილობდა, რომლებმაც მიხეილ თოფურიძის სახლიდან 700 მანეთი და 1200 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე თბილისის გამგეობის სასანიტარო-სამკურნალო ნაწილის რევიზიას აწარმოებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობ ბაბო ავალიშვილის დასახმარებლად ქართული დრამატული საზოგადოება წარმოდგენის გამართვას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომავალი სეზონიდან ქართული თეატრის წარმოდგენებში დრამატული საზოგადოების მუდმივი არტისტების გარდა ნატო გაბუნია-ცაგარელი, ანა სიმონის ასული მესხი და კოტე ყიფიანი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაკობ სვინომის ძე ზედგინიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 6 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ მეათე ნომერში ალექსანდრე მირიანაშვილის იგავი „ძეძვი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ მეათე ნომერში შ. ფრონელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ზაქარია ალიდაშვილის მიერ თარგმნილი ლექსი „დამტვრეული დედოფალა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ მეათე ნომერში ეკატერინე გაბაშვილის მიერ თარგმნილი „ვაშლის ქვეყანაში“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ მეათე ნომერში ანასტასია წერეთლის მიერ თარგმნილი ლექსი „ბეღურები“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ მეათე ნომერში შიო მღვიმელის ლექსი „ტყის სურათები“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფრომ მგალობლიშვილის კორესპონდენცია „მოვაჭრეთა თავ-გასულობა ნაძალადევში“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შედგენილი კრებული „ქალ-ვაჟიანი“ გამოიცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 4 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მცხეთის ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის სხდომამ, ეპისკოპოს ლეონიდეს გადაწყვეტილებით, საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი მიიწვია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასანიტარო აღმასრულებელი კომისიის მუშაობაში საგუბერნიო ექიმი ტიტე ქიქოძე და სასანიტარო-სამკურნალო ინსპექტორი გ. ნ. სტეფანოვი მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და 30 კაპიკად იყიდებოდა ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „სამღვთო სჯულის სასწავლებლად საერო და სამრევლო სკოლების მოწაფეთათვის“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა თბილისის ქუჩები და მოედნები დაათვალიერა და ქალაქის დასუფთავების აუცილებლობაში პირადად დარწმუნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა არტემ სიხარულიძის კორეპონდენცია „ბასილეთის საზოგადოება. ხალხის სიღატაკე და მისი მიზეზები“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თავადმა ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის მაზრის სოფლების დასახმარებლად ხაზინიდან შვიდი ვაგონი ხორბალი ისესხა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ 11 დეკემბერს ქართლ-კახეთის სამრევლო სკოლების ზედამხედველთა კრება დანიშნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობ ბაბო ავალიშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში, ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის რეჟისურით, კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ დაიდგა, რომელიც ქართულ ენაზე ანდრია ღულაძემ თარგმნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის საგანგებო მინდობილობათა მოხელე დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი უცხოეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ყვარლის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი დუმბაძე, რომელსაც კლავდია შმაკოვის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, პროპორშიკ ჯაბა გურიელის თავდებობით სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი დეპეშით იტყობინებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნინა ყიფშიძის განცხადება, რომლითაც ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გატანილი ყულაბების კანცელარიისთვის დაბრუნებას სთხოვდა.