რეგისტრირებული ფაქტები46638
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი გადაეყვანათ ქუთაისში თომა მთავრიშვილის ადგილზე, მთავრიშვილი სენაკში – ყიფიანის ადგილზე. ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ივანე რატიშვილმა, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გიორგი იოსელიანმა და იაკობ გოგებაშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, მღვდელ კალისტრატე ცინცაძესთვის ალექსანდრე როინაშვილის წლისთავის პანაშვიდის სანთლების, მგალობლების, გზისა და სხვა ხარჯებისთვის 8 მანეთი მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მიხეილ გაჩეჩილაძისთვის 11. 40 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი დაინიშნა ქუთაისში თომა მთავრიშვილის ადგილას.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 18 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, თომა მთავრიშვილი დაინიშნა სენაკის სკოლის ინსპექტორად სამსონ ყიფიანის ადგილას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა დავით ბაქრაძის მოხსენება სენაკის სკოლის მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა მასწავლებლები – პლატონ და გრიგოლ წულუკიძეები, მიხეილ შარაშიძე, ივანე გომელაური და გიორგი ბოკერია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ფრეილინის ქუჩაზე, ბანკში, მიაკითხა ივანე გომელაურმა, რათა დალაპარაკებოდა სენაკის სკოლის მასწავლებლობიდან თავისი დათხოვნის შესახებ. ილიამ უთხრა, რომ ეს იყო გამგეობის დადგენილება, რომლის შეცვლაც მას არ შეეძლო.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ მიღებული ზომების შესახებ მოხსენებას, რომელიც უნდა გაგზავნოდა ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს. ილია ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, სწორი იყო თუ არა გამგეობის რეაგირება, ამის შესახებ თავის მოგონებებში წერს ალექსანდრე მიქაბერიძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 20 ივნისიდან ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი. მისი ხელფასი შეადგენდა 75 მანეთს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 20 ივნისს ანა სოღორაშვილი ბათუმში საკვირაო სკოლის სასარგებლოდ გამართული სახალხო წარმოდგენის ორგანიზატორი იყო.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების მაისის ხარჯთაღრიცხვა. I ბიბლიოთეკას დარჩენილი ჰქონდა 26. 70 მანეთი, II ბიბლიოთეკას – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ზაქარია გრიქუროვისთვის უნდა გადაეცათ წიგნების თანხა – 40 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე პოლტორაცკისთვის წიგნსაცავისათვის ნაყიდი ძველი სიგელების თანხის – 3. 50 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ ცხვედაძისთვის წინარეხის სკოლის შენობის თანხის – 120 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 21 ივნისამდე შემოსავალი იყო 1351. 57 მანეთი, დაიხარჯა – 1608. 2. 22-ისთვის საზოგადოებას ვალად ჰქონდა 460. 2 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.