ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51860

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავითა კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თბილისის I-ლი სახალხო ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის გამოეწერათ ჟურნალ-გაზეთები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გომარეთის სკოლის პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა, რომ გადაეცათ მისთვის იანვრისა და თებერვლის ხელფასი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში გადასცა 300 მან., მღვდელ კირილე კელენჯერიძეს წიგნების ანგარიშში – 8.96 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 3.85 მან., ზაქარია ჭიჭინაძეს – 10 მან., ზაქარია გრიქუროვს – 131 მან., ანასტასია წერეთელს – 6 მან., ვასილ ბეჟანეიშვილთან წიგნების გასაგზავნი – 1.10 მანეთი. ასევე მაჩხანიის დეპოს გაუგზავნეს – 7 შაური. განათებაზე, წიგნების დაბეჭდვასა და საზოგადოების სხვა გადასახადებზე დაიხარჯა გარკვეული თანხა. სულ ჯამში გამგეობამ გასცა 395.63 მანეთი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის საისტორიო ნარკვევი „საქართველოს ეკლესიის პირველ მოწამე წმ. რაჟდენი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 31 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლე ლევან იაკობის ძე მღებრიშვილი თბილისის უმცროსი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის აპრილში ბუდუ მდივანი მოსკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

ივანე პეტრეს ძე ხოშტარია დაიბადა 1899 წელს სენაკის რაიონში. პროფესიით პედაგოგი იყო.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ალექსის ძე ქვარიანმა ჩააბარა დამამთავრებელი გამოცდები უნივერსიტეტში მწერლობის ფაკულტეტზე საფრანგეთში.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს მელიტონ სამსონის ძე ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ონისიმე ლაზარეს ძე შავგულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს დეომიდე ნიკოლოზის ძე შილაკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს ვასილ გიორგის ძე წერეთელმა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს თომა გიორგის ძე კვაჭანტირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: განათლება

1889 წელს ეფემია გრიგოლის ასულმა გიორგიევმა თბილისის საეპარქიო სასწავლებელი დაამთავრა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს სარდიონ ლევანის ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ივლიანე კონსტანტინეს ძე ლომინაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: მფლობელობა

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს ჰქონდა ფოტო-სახელოსნო ხარაზოვის სახლში, ერევნის მოედანზე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ჯამულეთ ბაჟუნაიშვილი აკეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო.