რეგისტრირებული ფაქტები46637
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში თომა მთავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უარი განუცხადა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორობაზე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტომდე მარიამ ივანეს ასული გვარამაძე მუშაობდა მასწავლებლად კავკავის სკოლაში.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში პართენ გოთუა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა მდივნად აირჩია.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში პეტრე კოპლატაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში ვასილ ქელბაქიანი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში აბელ ციცქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში მარიამ ივანეს ასულმა გვარამაძემ უარი განაცხადა კავკავის სკოლაში მასწავლებლობაზე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა წერილი, რომელშიც კითხულობდა პლატონ წულუკიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან დათხოვნის მიზეზს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აგვისტოში დავით ავალიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების შეღავათიან ფასად მიცემა სთხოვა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს ეთხოვა ცნობა კავკავის სკოლის გამგედ პართენ გოთუას დანიშვნის თაობაზე ტიტე კახიძის მაგივრად.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ კავკავის რეალური სასწავლებლის მასწავლებელი პართენ გოთუა დაენიშნათ კავკავის სკოლის გამგედ ტიტე კახიძის მაგივრად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აგვისტოში ივანე კილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ქუთაისის საკვირაო სკოლისთვის საზოგადოების მაღაზიიდან შეღავათიან ფასად მიეცათ წიგნები, რომელთა სიაც დართული ჰქონდა თხოვნაზე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ კავკავის სკოლაში მარიამ გვარამაძის მაგივრად მოეწვიათ სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული, რომელსაც სემინარიაში ნასწავლი ექნებოდა მებაღეობა-მებოსტნეობა და გალობა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლაში დაენიშნათ მესამე მასწავლებელი მარიამ ივანეს ასული გვარამაძის ნაცვლად, რომელმაც უარი განაცხადა მასწავლებლობაზე. მისი აზრით, სასურველი იქნებოდა ქუთაისის სამეურნეო სკოლის კურსდამთავრებულის მოწვევა, რადგან სკოლას ჰქონდა ბაღ-ბოსტნის მიწა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, თავმჯდომარედ დაემტკიცებინათ ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ – ტიტე კახიძე, ხაზინადრად – იოსებ მოზდოკელი, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი, მდივნად – პართენ გოთუა და წევრებად – პართენ გოთუა, ერთაოზ სიდამონ-ერისთავი, სტეფანე პოპოვი, მიხეილ ინასარიძე, ნესტორ ფხაკაძე, იოსებ მოზდოკელი და ნიკოლოზ გუბნელოვი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა აირჩია თავმჯდომარედ ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ ტიტე კახიძე, ხაზინადრად იოსებ მოზდოკელი, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი, მდივნად პართენ გოთუა და წევრებად: პართენ გოთუა, ერთაოზ სიდომონ-ერისთავი, სტეფანე პოპოვი, მიხეილ ინასარიძე, ნესტორ ფხაკაძე, ი. მოზდოკელი და ნ. გუბნელოვი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში გომარეთის სკოლის მასწავლებელმა მიხეილ კლიმიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მომავალი წლიდან ვერ გააგრძელებდა მუშაობას.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მათი თხოვნით ის დარჩებოდა თანამდებობაზე ახალი გამგის არჩევამდე, მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე ჩავიდოდა სკოლაში, ხოლო მისი ჩასვლის შემდეგ კახიძე უარს აცხადებდა, სკოლაზე პასუხისმგებლობა გაეწია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აგვისტოში სენაკის სკოლის ყოფილი აღმზრდელი გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეუქმებინათ განაჩენი მისი სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან დათხოვნის შესახებ, რადგან მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია იმ უსიამოვნებასა და კონფლიქტში, რომელიც შექმნილი იყო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანსა და მასწავლებლებს შორის.
1899
ტიპი: ავტორობა
ძველი სენაკის სკოლის ინპექტორად დანიშნული თომა მთავრიშვილი 1899 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ამ თანამდებობიდან განთავისუფლებას და ისევ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად დატოვებას, ვინაიდან ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა ძველი სენაკის ჰავა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ვასილ ედილაშვილისთვის ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის თხზულებების 59 თაბახის გადასაწერად 11. 80 მანეთი უნდა მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც შიო ქუჩუკაშვილისთვის უნდა მიეცათ გასული წლის მოგების წილი – 178. 40 მანეთი.