რეგისტრირებული ფაქტები47933
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა წევრებად აირჩია: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, რომლებმაც თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილედ – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადრად – ი. ვ. მოზდოკელოვი, და ხაზინადრის კანდიდატად – ნ. თ. გუბნელოვი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა, თანამდებობა დატოვა, მის ადგილზე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე დაინიშნა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გრიგოლ ყიფშიძის ჰონორარის საკითხი. მას უნდა დაეწერა პუშკინის ბიოგრაფია, რომელიც დაიბეჭდებოდა პუშკინის თხზულებებთან ერთად. გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძისთვის 15 მანეთის მიცემა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერეს ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, გიორგი იოსელიანმა, ივანე რატიშვილმა და ივანე ზურაბიშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა წამოაყენა საკითხი, რომ 1500 ეგზემპლარად დაებეჭდათ ია კარგარეთელის სახალხო სიმღერათა კრებული, რომელსაც უნდა დართვოდა ავტორის წინასიტყვაობა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილის თხოვნა ტანსაცმლითა და გზის ფულით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისთვის ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის ტანსაცმელისა და 10 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ ნოე ჟორდანიას განცხადება მოხსენებოდა საზოგადო კრებას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ვოლსკის თხოვნა ბათუმის სკოლის შემომწირველთა საზოგადოების წევრებად მიჩნევის შესახებ და დაადგინა, რომ იმ პირთა სია, რომელთაც 6-6 მანეთი გაიღეს სკოლის სასარგებლოდ, საზოგადო კრებისთვის წარედგინათ წევრების ასარჩევად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ გიორგი იოსელიანის მოხსენების ანგარიში განსახილველად სამოსწავლო ან სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სარევიზიო კომისიის მოხსენება 1898 წლის საზოგადოების საქმიანობის წლიური ანგარიშის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ინფორმაცია მხედველობაში მიეღო და საზოგადო კრებისთვის მოეხსენებინა. ოქმს ხელი მოაწერა ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 12 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მიხეილ ნასიძისთვის წიგნების თანხის – 24. 40 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ მთვარელიშვილისთვის სენაკისა და ბათუმის სკოლებში სარევიზიოდ წასასვლელად 40 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში გიორგი იოსელიანისთვის კავკავის სკოლაში სარევიზიოდ წასასვლელად 15. 60 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. მაისის შემოსავალი იყო 2501. 47 მანეთი, ხარჯი – 2549. 62. 1-ლი ივნისისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18424. 69 მანეთი, ვალი – 203. 33 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომს დაესწრნენ მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის მოხსენების საფუძველზე გადაწყდა, ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებული 1500 ეგზემპლარად დაებეჭდათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებულის წინასიტყვაობის განხილვა დაევალათ.