ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივნისს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ევგენია სარაჯიშვილის წარდგენილ N43 ყულაბაში აღმოჩნდა 4. 24 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერეს ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გიორგი იოსელიანმა, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, ივანე ზურაბიშვილმა, ივანე აბაშიძემ და ივანე რატიშვილმა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა გიორგი იოსელიანმა წარადგინა ანგარიში კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა 16 და 17 მაისს საზოგადოების სასარგებლოდ გამართული სეირნობისა და ბაზრობის შემოსავალ-გასავალი. შემოსავალი იყო 2566. 99 მანეთი, გასავალი – 1157. 47, მოგება – 1409. 52 მან. გამგეობამ მონაცემების გაზეთებში დაბეჭდვა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის ოქმის მიხედვით, 16-17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა სეირნობა და ბაზრობა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილ-ჭავჭავაძისთვის გაეგზავნათ მადლობის წერილი, ასევე საჯაროდ გადაეხადათ მადლობა გაზეთებში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხის ანგარიში 495. 56 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც იაკობ გოგებაშვილისთვის უნდა გადაეცათ რვეულების თანხა – 350 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც „ივერიის“ რედაქციისთვის უნდა გადაეცათ 8. 64 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ზაქარია გრიქუროვისთვის უნდა მიეცათ წიგნების თანხა – 40. 90 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხების ხარჯთაღრიცხვა 387. 21 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე როინაშვილის ორი ბიძაშვილისთვის სათავადაზნაურო სკოლის პანსიონში ნახევარი წლის საფასურის – 12 მანეთის გადახდის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ვასილ ბეჟანიშვილისთვის წიგნების გასაგზავნი თანხის – 50 კაპიკის გაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში პუშკინის იუბილესთვის დაფნის გვირგვინის დასამზადებლად 4 მანეთის გაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის პუშკინის თხზულებათა ასაკინძად 6 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში გრიგოლ ყიფშიძისთვის პუშკინის თხზულებების კორექტურის თანხის – 17. 50 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ექვთიმე თაყაიშვილისთვის თონეთსა და გომარეთში სკოლების სარევიზიოდ წასასვლელად 50 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ივანე რატიშვილისთვის სკოლის სარევიზიოდ წინარეხში წასასვლელად 9 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ივანე რატიშვილისთვის სკოლის სარევიზიოდ ხელთუბანში წასასვლელად 6 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მოსე ნათაძისთვის სათავადაზნაურო სკოლის პანსიონში ობოლი ბავშვის ნახევარი წლის გადასახადის – 50 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე ნათაძისთვის 2. 40 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის რვეულების თანხის – 100 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ოლღა ჭავჭავაძისთვის მომავალი წლის ბაზრობაზე გასაყიდი ნივთების მოსამზადებლად 100 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა: პირველიდან 14 ივნისამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1076. 27 მანეთი, ხარჯი – 740. 25. 14 ივნისისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18760. 69 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე აბაშიძე და ივანე ზურაბიშვილი.