ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46678

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეორე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ რცხილაძემ, რომ საგურამოს სკოლის გახსნის საკითხის გადადება არ შეიძლებოდა, რადგან სკოლა დროულად უნდა გახსნილიყო, მას ასევე დაეთანხმა ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მზრუნველმა, სენაკის სკოლის გამგისა და მასწავლებელთა არჩევის შესახებ, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა სარგის კაკაბაძემ, საზოგადოების ბიბლიოთეკიდან სამეცადინოდ წიგნები ეთხოვებინათ, რაზეც გამგეობამ უარი უთხრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ სტეფანე ნიკოლაიშვილისთვის სასწრაფოდ გადეცათ გიორგიწმინდაში წასასვლელად 10 მანეთი, რათა დაუყოვნებლივ შესდგომოდა თავისი მოვალეობის შესრულებას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ერთდროული დახმარების განაწილების შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საგურამოს სკოლის პედაგოგმა არისტოკლე რამინიშვილმა სკოლის მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ, რის საფუძველზეც გამგეობამ 3 თუმანი გამოყო სკოლისთვის.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა აპოლონ წულაძემ, რომ დახმარება გაეწიათ მისი შვილისათვის, რომელიც სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. გამგეობამ დაადგინა, რომ ა. წულაძის შვილისთვის გაენაწილებინათ 50 მანეთი 4 თვის განმავლობაში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა შალვა გოგებაშვილმა, რომ სესხად გადაეცათ მისთვის 200 მანეთი, რაზედაც გამგეობამ უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ გაეხსნათ სკოლა სოფელ შრომაში, ხოლო მასწავლებლის მოწვევა გადაედოთ, რადგან სასურველი კანდიდატი არ ჰყავდათ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ატენის სკოლისათვის მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ ატენის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ მაქსიმე მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ პეტერბურგის საკრედიტო საზოგადოების 16800 მანეთის ობლიგაციის კონვერსიის თაობაზე მოხსენება გააკეთა. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იპოლიტე ვართაგავამ თელავის სკოლის რევიზიის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მ. გაჩეჩილაძემ, რომ განეახლებინათ მისთვის 250 მანეთის კრედიტი. გამგეობამ მ. გაჩეჩილაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ სოხუმის განყოფილებისა და მისი სკოლის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის 1911 წლის ანგარიშის თანახმად, დრამატულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად 1910-1911 წლებში პეტრე ყიფიანის თაოსნობით გამართული ორი საღამოს თანხა გადასახდელი ჰქონდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს სვირსა და ხრესილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-სამკითხველოები გაიხსნა. ლაილაშში არ გახსნილა, რადგან გამგეობას საბუთი არ ჰქონდა მიღებული. ცნობას ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იასონ ბაქრაძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იოსებ ოცხელის, სილოვან ხუნდაძისა და ისიდორე კვიცარიძის ანგარიში წიგნსაცავ-სამკითხველოების მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა, ინჟინერ საპიცკისთვის ეთხოვა სამკითხველოების ორი პროექტის (ერთ და ოროთახიანი შენობების) შედგენა. მათი ფასი 300-500 მანეთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ცნობას ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იასონ ბაქრაძე.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს პავლე შერმადინის ძე ჭყონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს როსტომ ტარიელის ძე ჩაჩავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს სვიმონ (სიმონ) დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ნიკიტა ჩიჩუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ალექსანდრე დავითის ძე ჩიქოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს დიმიტრი ჩიტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი გახდა.