ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46678

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს მარიამ ორბელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა გაყიდული წიგნების თანხის ნახევარი – 4 მანეთი და 30 კაპიკი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სამსონ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა გაყიდული წიგნების თანხის ნახევარი – 1. 50 მანეთი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს იოსებ ფორაქაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 30 მანეთი გადასცა.

1900

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, პეტრე მირიანაშვილმა საზოგადოების გამგეობას გადასცა ქართველ მეფეთა სია ქართულ და რუსულ ენებზე.

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წელს რაჟდენ ივანეს ძე კახიანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი.

1900

ტიპი: ავტორობა

არისტო ქუთათელაძის სახელმძღვანელო „წყაროს“ მე-10 გამოცემის გაყიდვიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ავტორისთვის თანხა უნდა მიეცა 1900 წლის 1-ლი იანვრიდან.

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წელს ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 1 იანვარს მარჯორი უორდროპი ქერჩიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ მისი ძმის, ოლივერის ნათარგმნი „სიბრძნე სიცრუისას“ ყველა ეგზემპლარი გაიყიდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ქმრის გარდაცვალების გამო უსამძიმრებდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის თავად-აზნაურთა მარშლობამდე (1900-1910) იყო ქართლ-კახეთის მარშალი. 1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მისი ნაყოფიერი მუშაობის შედეგია კახეთის რკინიგზა, ელექტრონის სადგური, საადგილმამულო კომიის მუშაობა და სხვ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სოფ. ლეღვანში მცხოვრებმა დასკალ, ყარამან და ვლადიმერ მაღრაძეებმა სოფლის მოსახლეობას სკოლისთვის მიწა აჩუქეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს გაზეთ „კვალის“ ნომრები ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს კირილე პეტრეს ძე იანოვსკიმ თბილისის გამგეობას აცნობა, რომ საერო განათლების სამინისტრომ თბილისში ახალი სამრეწველო ხასიათის სასწავლებლის გახსნის გადაწყვეტულება მიიღო და სთხოვა, ეცნობებინათ მისთვის, რა სახის სამრეწველო სასწავლებელის გახსნა სურდათ.

1900

ტიპი: მფლობელობა

1900 წელს ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბა პ. მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს შუშის ბოთლში ჩადებული ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მიერ დაბეჭდილი წესდება ნიკო ცხვედაძის თაოსნობით თბილისის გიმნაზიის საძირკველში ჩააყოლეს.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („ესეც პირველი დღე მეოცე საუკუნისა...“).

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ბარონმა დე ბაიმ პარიზში გამოსცა წიგნი თბილისურ შთაბეჭდილებებზე. ის აფასებს ილია ჭავჭავაძის პოეზიას, თავად ავტორის შესახებ კი ამბობს, რომ გამოირჩევა პროგრესული აზროვნებით.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნის მაღაზიის მისამართი და იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძინა ან უნდა შეეძინა.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის ცოლი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი ანასტასია.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ გიორგი თარხნიშვილს მისწერა, რომ უამინდობის გამო სახლიდან ვერ გავიდოდა და საჭიროების შემთხვევაში შინ მიეკითხათ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 3 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოვიდა „ანგარიში ქშწ-კგ საზოგადოების მოქმედებისა. 1899. წელიწადი მეოცდაერთე”, ტფ., 1900.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ბავშვთა თერაპევტი მ. ა. პოკროვსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1902 წლებში სერგი ილარიონის ძე მაჭარაშვილი სოფ. გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.