რეგისტრირებული ფაქტები46700
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 24 მაისს მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ფრეზე, ინჟინრები ნოვომეისკი და ბელიავსკი თერგის ოლქში გაემგზავრნენ წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძემ ანტონ ფურცელაძე საგურამოში დაპატიჟა და არტურ ლაისტისა და სხვა სტუმრების აყვანაც სთხოვა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 27 მაისს ხელმწიფე იმპერატორს წარუდგა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 28-29 მაისს მუშტაიდის ბაღში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სახალხო სეირნობა და საქველმოქმედო ბაზრობა უნდა გამართულიყო. ბაზრობაზე გასაყიდი ნივთები მსურველებს ოლღა გურამიშვილისთვის უნდა გაეგზავნათ.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის მაისში ფოთის ქალაქის თვითმმართველობის მდივანმა ვ. ა. დემიდოვმა სხვა სახელმწიფო სამსახურში გადასვლის გამო დატოვა თანამდებობა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 29 მაისს თბილისის გუბერნატორმა სოფელ შილდაში ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების სახელზე გახსნილი სამკითხველოს პასუხისმგებელ მდივნად დაამტკიცა დავით რევაზის ძე ვახვახიშვილი.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრნენ მისი და, ელისაბედ საგინაშვილი, სიძე ნიკოლოზ აფხაზი, დისშვილი კოტე აფხაზი, გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი ვასილი ველიჩკო, მისი და, ბარბარა ველიჩკო და ნიკოლოზ ცხვედაძე.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 30 მაისს გორის მემამულეთა სინდიკატის დირექტორობის თანამდებობაზე ვასილ მაჩაბელმა უარი თქვა. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი მაჩაბელი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 31 მაისის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ ექიმების რჩევით სოფელ საგურამოში მყოფი ილია ჭავჭავაძე შეუძლოდ გახდა. ექიმები და უამრავი ხალხი მის მოსანახულებლად წავიდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 1-ელი ივნისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე ჩრდილოეთ კავკასიიდან, სადაც წყალდიდობისა და ნიაღვრებისგან დაზარალებული ქალაქებისა და სოფლების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ წინარეხის სკოლის გარდა პროტოკოლში აღნიშნული უნდა ყოფილიყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებაც. პროტოკოლის დამტკიცებამდე მდივანმა ეს შესწორება შეიტანა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს, 12 საათზე, გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა განაცხადა, რომ რევიზორის მოწვევის ნაცვლად აჯობებდა, მდივანს შეცოტავებოდა საკანცელარიო საქმეები, ანაზღაურება მომატებოდა და მუდმივი რევიზორობაც მას დაჰკისრებოდა. წლის ბოლოს სკოლების სარევიზიოდ გამგეობის ერთ-ერთი წევრი გაჰყვებოდა.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ განაცხადა, რომ რადგან წიგნის გამოცემის საქმე შესუსტდა და ამხანაგობები არაფერს ბეჭდავდნენ, საჭირო იყო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი წიგნი გამოეცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ივანე მიხეილის ძე გომელაურსა და ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას განუცხადა, რომ მათ მიერ მოთხოვნილ საბუთს კრებაზე ვერ წაიკითხავდა, მათ ამ საბუთების ნახვა კანცელარიაში შეეძლოთ. ნოე ჟორდანიამ უპასუხა, რომ სახელმწიფო რევიზორების აზრი ანგარიშში სიტყვა-სიტყვით არ იყო აღნიშნული.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძემ კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძეს სთხოვა, კრებაზე ანგარიშიდან სრულად წაეკითხათ ცნობები საზოგადოების კუთვნილი ბიბლიოთეკების შესახებ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ გამგეობას ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ქარვასლის გამგე-კომისიას თბილისის პირველი სახალხო ბიბლიოთეკისთვის ქირა შეემცირებინა. გამგეობამ უპასუხა, რომ კომისიას ამ თხოვნით ბევრჯერ მიმართეს და ყოველთვის უარს იღებდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ და ივანე გომელაურმა გამგეობას სენაკის სკოლის რევიზორის შენიშვნების გასამართლებელი საბუთების წაკითხვა მოსთხოვეს, კერძოდ, იმ ადგილისა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ვერც ერთი ადამიანი ვერ მოითმენდა იმ უწესობას, რაც ბატონ ყიფიანს მოუთმენია“.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 4 ივნისს სვიმონ რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 4 ივნისს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლის 4 ივნისს დავით გიორგის ძე გაგლოევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.