რეგისტრირებული ფაქტები50103
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების აგვისტოს შემოსავალ-გასავალი. პირველ ბიბლიოთეკას ჰქონდა 39. 69 მანეთი, II ბიბლიოთეკას – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა ძველი სენაკის სკოლაში არსენ წითლიძის, პოლიკარპე ლორთქიფანიძისა და ნიკოლოზ ჯანაშიას მასწავლებლებად დანიშვნის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ნიკოლოზ მთვარელიშვილის მოხსენება ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ სკოლების კომისიისთვის გადაეცა განსახილველად და დასკვნის გამოსატანად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ და დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს სთხოვეს, ფოტოსახელოსნოს რეტუშორის, ავალიშვილისთვის, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურებოდა საზოგადოებას, დაენიშნათ ხელფასი – თვიურად 10 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი თხზულებების ჰონორარიდან 10 მანეთი შიო ქუჩუკაშვილისთვის მიეცათ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში ელენე ანტონოვსკაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ივანე ბატონიშვილის ლექსიკონის გადაწერისთვის დამატებით მიეცათ 10 მანეთი, გარდა იმ 15 მანეთისა, რომელიც უკვე მიეღო საზოგადოების სალაროდან. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლაში ახლად დანიშნულმა მესამე მასწავლებელმა ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მოითხოვა, ოჯახური მიზეზების გამო დაეთხოვათ აღნიშნული თანამდებობიდან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელმა თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სკოლის ბაღის ღობე დაზიანდა და მის აღდგენას სჭირდებოდა ორი ურემი ფიჩხი და ერთი ურემი ძეძვი 9 მანეთის ღირებულებისა. ასევე საკლასო ოთახის ფანჯრებს აკლდა შუშები, რომელთაგან 10 დიდი შუშა მან თავისი ხარჯით ჩასვა და 4 პატარა შუშა დარჩა, სულ 5 მანეთისა. ის ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის 30 „დედა ენა“ და 10 „რუსკოე სლოვო“ (I ნაწილი) გაეგზავნათ. წიგნები ჯამში 12.80 მანეთი ღირდა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში საპატიო წევრმა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1895 წლის 9 თებერვალს მან საზოგადოებას შესწირა 763 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორია“ იმ პირობით, რომ შემომწირველს მიეცემოდა წიგნების გაყიდვიდან შემოსული ფულის ნახევარი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ თანხა საკლასო დაფისა და 18 მერხის შესაღებად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ყოველთვიურად მისი ხელფასიდან 20 მანეთი მიეცათ მისი ძმისთვის, სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ გიორგი აგლაძისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილმა კავკავის სკოლას შესწირა 10 ცალი „დედა ენა“.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრი ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ კომიტეტს სჭირდება ის კლიშეები, რომელიც მოთავსებულია ქართველიშვილის მიერ გამოცემულ „ვეფხისტყაოსანში“, რათა ჩაურთონ მის მიერ დასასტამბად მომზადებულ თხზულებაში „სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარი“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ყოფილი მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების საქმეების ახალი მდივნის, ალექსანდრე მიქაბერიძისთვის გადაბარების შესახებ. მოხსენება მხედველობაში მიიღეს, დადგენილება ჩაიწერა ჟურნალში. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: დავით კარიჭაშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.