ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის ცოლი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი ანასტასია.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ გიორგი თარხნიშვილს მისწერა, რომ უამინდობის გამო სახლიდან ვერ გავიდოდა და საჭიროების შემთხვევაში შინ მიეკითხათ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 3 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოვიდა „ანგარიში ქშწ-კგ საზოგადოების მოქმედებისა. 1899. წელიწადი მეოცდაერთე”, ტფ., 1900.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ბავშვთა თერაპევტი მ. ა. პოკროვსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1902 წლებში სერგი ილარიონის ძე მაჭარაშვილი სოფ. გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე კავკასიის მთავარმართებლის მოადგილე იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს მარიამ ორბელიანის ინიციატივით გაიხსნა პირველი ქართული ქალთა სკოლა.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წელს გარდაიცვალა ანასტასია თუმანიშვილის მეუღლე გიორგი წერეთელი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს რეცენზიები ილია ჭავჭავაძის ლექსებზე დაიბეჭდა იტალიურ ჟურნალში „Nuova Antologia“.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-17 წლებში ნესტორ იოსების ძე გიორგაძე ქუთაისის მთავარანგელოზთა (მწვანეყვავილის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს მესამე დასელებმა ილია ჭავჭავაძის თხზულებები ნაძალადევში საჯაროდ დაწვეს.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს ლადო აღნიაშვილი მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში დააწვინეს.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს დუტუ მეგრელი გადასახადთა ინსპექტორად ნახიჩევანის მაზრაში გადაიყვანეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს დუტუ მეგრელი ერევნიდან ნახიჩევანის მაზრაში გადავიდა სამუშაოდ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ვანის (თურქეთი) ურარტული ლურსმული წარწერების შესახებ გამოცემულ პირველ ტომში პროფესორმა კარლ ლემან-ჰაუპტმა დიდი მადლობა გადაუხადა მოსე ჯანაშვილს ქართული ენის დასაბამი კანონების შესწავლის საქმეში გაწეული თავაზიანი დახმარებისათვის.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებლად მუშაობდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს იაკობ ფანცხავა აირჩიეს ფოთის ქალაქისთავის მოადგილედ.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1906 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ფოთის ქალაქისთავის მოადგილე.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ნიკოლოზ ქართველიშვილის თაოსნობით ქართულ ენაზე პირველად დადგეს ოპერა „სევილიელი დალაქი“.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს საანთროპოლოგო სკოლაში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, პროფესორები იყვნენ შარლ ლეტურნი (სოციოლოგი), ანდრე ლეფევრი (რელიგია), დ. მანუკრიე (ფიზიოლოგიური ანთროპოლოგი), მორტიე (პრეისტორია) და ლაბორდი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს პარიზში სასწავლებლად გამგზავრებული თედო სახოკია პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენას ესტუმრა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სოხუმიდან თბილისში ჩასულმა თედო სახოკიამ „ცნობის ფურცლისა“ და „მოამბის“ რედაქციებს უცხოეთიდან თანამშრომლობა თვეში სამი თუმნის სანაცვლოდ შესთავაზა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს პარიზში სასწავლებლად გამგზავრებულ თედო სახოკიას ეპისკოპოსი და შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, კირიონი ყოველთვიურად სამი თუმნის გაგზავნას დაპირდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს თედო სახოკიამ პარიზში ყოფნის პერიოდში მსოფლიო გამოფენა იხილა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს თედო სახოკიამ პარიზის გამოფენის დათვალიერებისას მეტად რელიეფურად დაინახა ის კოლოსალური და განმაცვიფრებელი პროგრესი, რასაც თანამედროვე ადამიანის გონებას მიუღწევია ყველა დარგში.