რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გამგეობის 8 ივლისის კრების დადგენილება. დადგენილების მიხედვით, მთავარი გამგეობისთვის უნდა ეცნობებინათ თბილისის განყოფილების მდგომარეობის შესახებ და 1918 წლის ბოლომდე ბიბლიოთეკების შესანახად 5000 მანეთის გადადება ეთხოვათ. მთავარი გამგეობის კრებას ამ საკითხის გადაწყვეტის დროს გიორგი მაჭავარიანი უნდა დასწრებოდა. საკითხის განხილვა შემდეგი კრებისთვის გადაიდო. საზოგადოების გამგეობას ბიბლიოთეკების შესახებ დაწვრილებითი მოხსენების წარდგენა დაევალა. დადგენილების ოქმს ხელს აწერდნენ: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს იოსებ ივანეს ძე მელიქიშვილი 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული სალომე ნიკოლოზის ასული ხიმშაშვილი 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნთა საწყობისთვის საჭირო ოთახების დაქირავების საკითხი. კორექტორ-მეთვალყურე საჭიროდ მიიჩნევდა ორი ან სამი ოთახის დაქირავებას. გამგეობამ გადაწყვიტა კორექტორის მოხსენება მიეღო და წიგნების საწყობებისა და კლიშეების შესანახად სამი ოთახი დაექირავებინა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული ნინო ანდრიას ასული ლოსაბერიძე 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ქუჩიშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების შესახებ. დოკუმენტს ახლავს ცნობა, რომ სალიტერატურო ფონდიდან 200 მანეთი დარჩა. გამგეობამ გადაწყვიტა ქუჩიშვილისთვის სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთი მიეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა კავშირის თხოვნა, რომ საზოგადოების ყველა სახელმძღვანელო მხოლოდ მათთვის გაეგზავნათ. მასწავლებელთა კავშირს ორი გამოცემა ჰქონდა – არითმეტიკული კრებული და სამშობლოს აღწერა. გამგეობის გადაწყვეტილებით, შემოთავაზებული წინადადება მიმართული იყო გამოცემის მონოპოლიისკენ, შესაბამისად, რთულ და საპასუხისმგებლო საკითხს წარმოადგენდა. საკითხის დადებითად გადაჭრა საზოგადოების კრების დაუკითხავად გამგეობამ შეუძლებლად მიიჩნია. დადგენილების ოქმს ხელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აწერდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ხარიტონ მაქსიმეს ძე ჩხარტიშვილი1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის საეპარქიო გიმნზიის კურსდამთავრებული ნინო იაკობის ასული სიხარულიძე 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გორის სემინარიის კურსდამთავრებული გრიგოლ დავითის ძე დვალიძე 1916 წელს დაარსებულ შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მიხეილ ანტონის ძე ღლონტი 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოდესის უნივერსიტეტის კურსდმთავრებული კაპიტონ მიხეილს ძე ჭანუყვაძე 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორის, ანასტასია წერეთლის თხოვნა გიორგი წერეთლის თხზულებების „ჩვენი ძველი გმირების“ და „ლომკაცის“ დათმობის შესახებ. მას კლიშეები ჰქონდა, ჰონორარისა და სხვა პირობების შესახებ წიგნის გამომცემელ სექციას ცალკე შეუთანხმდებოდა. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი გადასაწყვეტად წიგნების გამომცემელი სექციისთვის გადაეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული ანა ანდრიას ასული მგალობლიშვილი 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშააობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიჟა გაბრიელის ძე ლომინაძე 1916 წელს დაარსებულ შემოქმედის შერეულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ევსეფი ნიკიფორეს ძე ბარამიძე 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სოფიო იოსების ასული ჩიტაიშვილი 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მაისს ზნაკვის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგე-მასწავლებელი გერონტი მუსურიძე განათლების სამინისტროს წარუდგენს ანგარიშებს სასწავლო წლის დასრულების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ 1919 წლის 9 ივლისს მითაიშვილს სთხოვა, დეპეშით ეცნობებინათ ლეჩხუმის მაზრის მცხოვრებთა რიცხვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე ონში გაგზავნილ წერილში რაჭის ერობას სთხოვს, მაზრის მცხოვრებთა რიცხვი აცნობონ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მღვდელი დომენტი ჩხაიძე ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ლიუბოვ ოქროს ასული დანელია ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი თეიმურაზის ძე ნინიკაშვილი ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.