ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50892

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოსახელოსნოს მართვის ინსტრუქცია. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ფოტოსახელოსნოს ყოფილი გამგის ვასილ როინაშვილის მოთხოვნა თავისი საწოლისა და ორი კარადის დაბრუნების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ივანე ზურაბიშვილის მოხსენება საზოგადოების წიგნსაცავთა და სამკითხველოთათვის საერთო საანგარიშო ფორმის შემოღების შესახებ, ასევე დავით კარიჭაშვილის მოხსენება ამასთან დაკავშირებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განაცხადა, დოქტორ ლემანისთვის ბერლინში გაეგზავნათ რუსულ-ქართული ლექსიკონი, „დედა ენა“, „ბუნების კარი“, დიმიტრი ყიფიანის გრამატიკა, ქართულ-რუსული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. წიგნების საერთო ღირებულება შეადგენდა 3 მან. 85 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, არისტო ქუთათელაძის სახელმძღვანელო „წყაროს“ გამოცემის საკითხის განსახილველად შემდგარიყო კომისია გრიგოლ ყიფშიძის, ივანე აბაშიძისა და მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისგან, რომელთაც თავიანთი აზრი უნდა წარმოედგინათ გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ არისტო ქუთათელაძის განცხადება მისი სახელმძღვანელო „წყაროს“ შესახებ. საზოგადოების მიერ გამოცემის შემთხვევაში ავტორი უსასყიდლოდ უთმობდა წიგნისთვის საჭირო კლიშეებსა და მოგების ნახევარს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ვლადიმერ ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გამოეწერათ გერმანული ჟურნალების ძველი ნომრები.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ვლადიმერ ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა, მომავალი წლისთვის გამოეწერათ გერმანული ჟურნალები. მათი საერთო ღირებულება იყო 60 მან.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა ელისაბედ მესხიშვილის, გრიგოლ ტატიშვილის, ივანე ჯაჯანაშვილის, ლუბა ნაცვლიშვილის, ბარბარე ცინცაძის, სოფიო ედილაშვილის, ქვრივი ვერა გლაშჩინსკისა და იოსებ ცხვედაძის თხოვნები ფოტოსახელოსნოს ახლად გათავისუფლებული ხაზინადრის ადგილის დაკავების შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიმერ ლორთქიფანიძის წინადადებით გადაწყდა, გამოეწერათ 60 მან. ღირებულების გერმანული ჟურნალები და ასევე მათი ძველი ნომრებიც. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და იაკობ გოგებაშვილი.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წლის 30 ნოემბრიდან კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდომონ-ერისთავი, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე და იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ იასონ ლორთქიფანიძე, ხაზინადრად კონსტანტინე გვარამაძე, დროებით მდივნად პართენ გოთუა, წევრებად: ერთაოზ სიდომონ-ერისთავი, ნესტორ ფხაკაძე, ნიკოლოზ გუბნელოვი, მიხეილ ინასარიძე და იოსებ მოზდოკელოვი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოთხოვნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში რევიზიის ჩატარების აუცილებლობის შესახებ. გამგეობის წევრ ივანე ზურაბიშვილს, მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს, ქუთაისის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრებს, იოსებ ოცხელსა და ალექსანდრე ნანეიშვილს მიენდოთ ქუთაისის სკოლის რევიზია სწავლა-აღზრდისა და მართვის მხრივ, რევიზიის შედეგი უნდა წარმოედგინათ გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ მიხეილ ქურჩიშვილისთვის მიეცათ ძველი ვალი 6 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ მადლობის წერილში ქართველ ქალთა ამხანაგობის თავმჯდომარე ოლღა ჭავჭავაძისა და გამგე ეკატერინე გაბაშვილის მადლობას უხდიდნენ იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის ქალთა სამკერვალოს მოსწავლეებისთვის 50 რვეულისა და 15 „დედა ენის“ შეწირვისათვის.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ ანგარიშში მიეცა 360 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს დეკემბრის ხელფასი – 40 მანეთი მისცეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის დეკემბერში იოსებ ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ფოტოსახელოსნოში ხაზინადრის ახლად გათავისუფლებულ ადგილს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში დაბა ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ეპატიებინათ დარჩენილი ვალი 49 მან. 80 კაპ. თხოვნა განიხილეს გამგეობის სხდომაზე, ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე ნიკო ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში გამგეობის წევრი იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, საყვედური გამოცხადებოდა გამგეობის ყოფილ მდივან დავით კარიჭაშვილს უყურადღებობისათვის, რადგან 8 წლის განმავლობაში არ აცნობა მას ვალის შესახებ, რომელიც ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ფავლენიშვილის შეცდომის გამო ირიცხებოდა მის სახელზე, ხოლო ახალ მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს დავალებოდა სხვა საქმეების გადასინჯვა და ცნობების წესრიგში მოყვანა, სხვა უზუსტობებიც ხომ არ იმალებოდა მათში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა კრებას მიმართა, ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილისთვის მოეთხოვათ პასუხი დავთრებში დაშვებული შეცდომის გამო, რომლის მიხედვითაც მასზე ირიცხებოდა 120 მანეთი ვალი, და თუ ფავლენიშვილი თავს ვერ გაიმართლებდა თავს, ეს თანხა მას გადაეხადა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა კრებაზე განაცხადა, რომ ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილის შეცდომის გამო საზოგადოების დავთრებში მასზე ირიცხებოდა 120 მანეთი ვალი. მას ეს თანხა თავის ვალად არ მიაჩნდა, მაგრამ შემოჰქონდა საზოგადოების სალაროში, რადგან თვლიდა, რომ საზოგადოების წევრთა სახელები შეულახავი უნდა ყოფილიყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წინარეხის სკოლის მასწავლებელმა ანტონ თოიძემ მიმართა თხოვნით, რომ წინარეხის სკოლის ხელსაქმის მასწავლებლისა და მოსწავლე ქალებისთვის საქველმოქმედო ბაზრისთვის ნივთების დასამზადებელი მასალის საყიდლად გადაედოთ რამდენიმე მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეგზავნათ სკოლისთვის მესამე მასწავლებლის ხელფასი 1-ელი სექტემბრიდან 16 ნოემბრამდე, რადგან გადასცემოდა იმ პირს, ვინც აღნიშნულ დროს ასრულებდა მესამე მასწავლებლის თანამდებობას. ამ პერიოდის ხელფასი შეადგენდა 62 მან. 50 კაპ.