ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50892

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში სოხუმელებმა ნოვოროსიისკენ მიმავალი თედო სახოკიასთვის ორმოცდაათი თუმანი შეაგროვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში სოხუმის მცხოვრებთა გარუსების წინაამღდეგ მებრძოლ თედო სახოკიას გადასახლების საფრთხის გამო სასწრაფოდ მოუწია საქართველოს დატოვება.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში სოხუმის მცხოვრებთა გარუსების წინაამღდეგ მებრძოლ თედო სახოკიას საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად ცნობა სჭირდებოდა კეთილსაიმედოობის შესახებ, თუმცა პოლიცმაისტერმა ამ ცნობაზე უარი უთხრა მას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში თედო სახოკიას ბევრ მეგობარს ცოლ-შვილისა და სახლ-კარის დატოვება მოუწიათ რევოლლუციამდე.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში ვინაიდან პოლიცმეისტერ ლაკირბაიასგან ვერ მიიღო ცნობა კეთილსაიმედოობის შესახებ, თედო სახოკიამ გადაწყვიტა პირველივე გემით ნოვოროსიისკში გამგზავრება და საზღვარგარეთის პასპორტის იქ აღება.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში სოხუმის შავრაზმელმა რუსებმა კავკასიის უმაღლეს მთავრობას წარუდგინეს ადმინისტრაციული წესით რუსეთის შიდა გუბერნიებში გადასასახლებელ პირთა სია. ამ სიაში შედიოდნენ: თედო სახოკია, ანთიმოზ ჯუღელი, სპირიდონ ნორაკიძე, ივანე გეგია, ფარნა დავითაია და ივანე ბურჭულაძე.

1900

ტიპი: ნასამართლეობა

1900-იან წლებში ადმინისტრაციული წესით რუსეთის შიდა გუბერნიებში გადასასახლებელ პირებს, მათ შორის თედო სახოკიას, ანთიმოზ ჯუღელს, სპირიდონ ნორაკიძეს, ივანე გეგიას, ფარნა დავითაიას და ივანე ბურჭულაძეს ბრალად ედებოდათ სოხუმის ოლქის მცხოვრებთა გარუსების საქმისათვის ხელის შეშლა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში, იმ პერიოდში, როცა თედო სახოკიას არალეგალური პერიოდიკა შემოჰქონდა საქართველოში, მასზე იერიში მიიტანეს სოხუმის შავრაზმელმა რუსებმა და საოლქო ადმისტრაციის წარმომადგენლებმა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში პარიზიდან საქართველოში დაბრუნებული არჩილ ჯორჯაძე აქტიურად ჩაება საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანიზაციის საქმეში.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში პარიზში მოღვაწე არჩილ ჯორჯაძის წერილები რეგულარულად იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელში“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში თედო სახოკია არჩილ ჯორჯაძეს ქართველთათვის ზურგშექცეულ ადამიანად თვლიდა, ამიტომ მისი სამშობლოში დაბრუნების განზრახვა მას ძალიან გაუხარდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძე საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე წერილის დაბეჭდვას აპირებდა ქართულ პერიოდიკაში, რათა ქართველ მკითხველს უკეთ გაეცნო მისი ნააზრევი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძე ლევ ტოლსტოის მოძღვრებით იყო გატაცებული.

1900

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკია ტოლსტოის მოძღვრებას 1900-იან წლების რუსი არისტოკრატიის გატაცებად და მოდურ მოძღვრებად ახასიათებს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას არ ემხრობოდა, რადგან ეეჭვებოდა ქართველ ხალხს დამოუკიდებლად პოლიტიკური ცხოვრება შესძლებოდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში პარიზში ჩასული არჩილ ჯორჯაძე განზე იდგა ეროვნული იდეისგან და ჩამორჩენილობად მიაჩნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში პარიზში ჩასული არჩილ ჯორჯაძე იმ დროს გაურბოდა ეროვნულ მსოფლმხედველობას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკურ ხედვას ახასიათებდა, როგორც მერყევსა და ერთ გარკვეულ პოზიციას მოკლებულს.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძეს ურთიერთობა ჰქონდა რუსეთიდან გამოქცეულ ტოლსტოის მოძღვრების მიმდევართან, ჩერტკოვთან.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებამდე თბილისის პირველი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, არჩილ ჯორჯაძე ჯერ პეტერბურგში წავიდა, შემდეგ კი − ვარშავასა და პარიზში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში მას შემდეგ, რაც დუტუ მეგრელისა და ანასტასია ერისთავის შვილები წამოიზარდნენ, ანასტასია ერევნიდან თბილისში დაბრუნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს საფრანგეთში განათლების მიღების შემდეგ სიმონ ქვარიანი სამშობლოში დაბრუნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა შექმნა ამერიკული ვაზებისა და ნამყენთა სანერგე.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა საკუთარი ეზო დაუთმო ამერიკული ვაზებისა და ნამყენთა სანერგის გაშენებას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა მონპელიედან გამოიწერა ამერიკულ ვაზთა ლერწები.