რეგისტრირებული ფაქტები46856
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს, რუსეთის რევოლუციის დროს, ალექსი ჭიჭინაძე ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორად გადაიყვანეს, სადაც 9 წელი მუშაობდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ალექსი ჭიჭინაძე თბილისის ქართულ გიმნაზიაში მეორედ მიიწვიეს დირექტორად. იგი გიმნაზიას სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 აგვისტოს ვახო დურგლიშვილმა პეტრე მამარაძეს აცნობა, რომ მთლიანად მიიღო სადურგლო სამუშაოებისთვის თავისი კუთვნილი 19 მანეთი.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის პლენუმზე გამოვიდა, სადაც ტროცკისა და ზინოვიევს დაუჭირა მხარი. მიხა ცხაკაიამ გააკრიტიკა ოკუჯავა და თქვა, რომ იგი იმპერიალისტებს ეხმარებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის გამგეობის წინადადება ლანჩხუთში საზოგადოების განყოფილების მუშაობის გაგრძელების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილეს. გამგეობის გადაწყვეტილებით, განყოფილებას უნდა ეარსება, თუ ის მთავარ მიზნად ხალხში წიგნების გავრცელებას დაისახავდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა, გამგეობას აუწყა საზოგადოების სიღნაღის განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება განყოფილების გაუქმების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა აუწყა სიღნაღის საზოგადოების განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება წიგნის მაღაზიის ლიკვიდაციის შესახებ. მაღაზიის გამყიდველმა სალიკვიდაციო თანხა 1 500 მანეთი აიღო. წიგნები საბითუმო ფასად შეიძინა სიღნაღის სამაზრო ერობის წიგნის მაღაზიამ. ინვენტარი და საკანცელარიო ნივთები კი ვალის ანგარიშში კოოპერატივ „მეგობრობას“ გადაეცა.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წლიდან 37 წლის ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი, იყო.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 5 მარტს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალექსანდროვის ქუჩა N37-ში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროვოკაციული გაზეთების გამოშვების ბრალდებით დააპატიმრეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 5 მარტს დაპატიმრებული ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილის დაკითხვის ოქმის თანახმად, იგი 1903 წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, დაჭერის დღემდე იქ მუშაობდა და ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. პარტიაში ყოფნის დროს რუსიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბომბების დამზადებასა და გადატანაში. 1905 წელს სოციალ-დემოკრატებმა ყუმბარა, ე.წ „Адская машина“, დაამზადეს. რუსიშვილს მკაცრი იზოლაციის დაწესებულებაში მიესაჯა სასჯელის მოხდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მარჯორი უორდროპმა სვიმონ წერეთელს წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მანეთი გაუგზავნა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩის პირად მდივნად და კონსულად სანკტ-პეტერბურგში.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის საქველმოქმედო ფონდი დააარსა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოლივერ უორდროპის ინიციატივით შეიქმნა ინგლის-საქართველოს საზოგადოება.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ონისიმე ნიკოლოზის ძე ჯავახაძე, კოსტა თედოს ძე ჯატიევი, გრიგოლ ზაქარიას ძე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჯავახიშვილი, დავით ჯიქაძე, ალექსანდრე ჯიქია, ანტონ ასალოს ძე ჯანელიძე, მარკოზ არქიფოს ძე ჯაფარიძე, დიმიტრი მიხეილის ძე ჯავახოვი, მარუსია ნიკოლოზის ასული ჯაფარიძე, ანტონ იაკობის ძე ჯოჯუა, ილარიონ თეიმურაზის ძე ჯაში, მამია ილარიონის ძე ჯაში და გიორგი მოსეს ძე ჯაველიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სონა პაპიძე, დავით პიტნავა, ნიკოლოზ იოსების ძე ფსუტური, ნიკო ალექსანდრეს ძე ჟღენტი, ანეტა ჟღენტი, ვახტანგ ჟორდანია, დავით ივანეს ძე პაპიაშვილი, სოფიო პაპალაშვილი, დიმიტრი ზაქარიას ძე პაპალაშვილი, ოლღა სპირიდონის ასული პაატაშვილი, ალექსანდრე ერმალოს ძე პატარიძე, ნატალია ილარიონის ასული პეტრიაშვილი, თედო სოლომონის ძე პაესოვი, ლევან პანოევი, ნინო პროზოროვი და ანა პანდელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: კაპიტო მახარაძე, გიორგი მრულიშვილი, ივანე მზარელუა, ოლღა მუჯირი, ივანე მაღლაკელიძე, ილია მაჩაიძე, ზაქარია მარტოძე, სანდრო მინდიაშვილი, ვასილ დავითის ძე მეტრეველი, ვლადიმერ მეძმარიაშვილი, სიმონ ბეჟანის ძე მამულოვი, მიტრო მელიქოვი, ალექსი ივანეს ძე მაჩხატაშვილი, სარქის მადოიანცი, ფილიპე მკერვალიშვილი და ვასილ მსუქანიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ივანეს ძე გიორგაძე, ელიზბარ იოსების ძე გოგინაშვილი, სიმონ ალექსანდრეს ძე გოგიშვილი, თეკლე გრიგორის ძე გრიაზნოვი, სიმონ სპირიდონის ძე გუდავაძე, ამბროსი გოცაძე, ბეჟან გოცირიძე, გიორგი არისტარხის ძე ფეოხარი, ივანე ოტიას ძე ღაჭავა, ქრისტეფორე კონსტანტინეს ძე ყავაზოვი, გიორგი პეტრეს ძე მაჭავარიანი, ნიკოლოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე, არისტარხი დიმიტრის ძე ლომიძე, პავლე ისაკის ძე მაღალაშვილი და ქრისტეფორე იაკობის ძე კავთიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით ივანეს ძე ხუციშვილი, მარიამ გიორგის ასული ხაბურზანია, ივანე ექვთიმეს ძე ხელაძე, ვლადიმერ ექვთიმეს ძე ხელაძე, რუბენ ლაზარეს ძე ხარაბაძე, ანტონ ფარნაოზის ძე ხოშტარია, ილარიონ პავლეს ძე ხვედიანელი, მოსე დავითის ძე ხაბაიშვილი, პროკოფი თეიმურაზის ძე ხოშტარია, იესე ალექსანდრეს ძე ხუნდაძე, დავით ივანეს ძე ხარხარაული, აკაკი ივანეს ძე ხუხუნი, ეფემია ნიკოლოზის ასული ჯაიანი და ივანე დარისპანის ძე ჯაიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.