ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ტარას მომცემლიძის მიერ ლაბაურის წინაღმდეგ შედგენილი საჩივარი განსახილველად დავით კარიჭაშვილს გადაეცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-7 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების სახელით ახალციხის ბიბლიოთეკას 72 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კონია მეფარიშვილს ახალციხეში 72 მანეთი გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის მეორე სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა. სამკითხველოს შემოსავალი 4.60 მანეთი იყო, გასავალი კი — 32.7 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მიმართვა ალექსანდრე ბაქრაძის ყულაბის გახსნასთან დაკავშირებით. ყულაბაში 4 მანეთი და 33 კაპიკი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის ოჯახს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკო ლომოურმა და დავით კლდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერეს, რომ თანახმა იყვნენ, გამგეობის მიერ დადებული ხელშეკრულების მიხედვით დაებეჭდათ მოთხრობები: „ყოველის მხრიდან“, „სოლომონ მორბელაძე“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას პირველიდან 20 თებერვლამდე ნაღდი ფულით 695.5 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას ნაღდი ფულით – 3131.7 მანეთი, ქაღალდებად კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ილია აგლაძეს „კონის“ რედაქტირებისთვის 30 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს გრიგოლ ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ მათ ახალციხის საქალაქო მმართველობისთვის სამკითხველოს ასაშენებლად ადგილის გამოყოფა ეთხოვათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ აკოფოვს 820 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 21 თებერვალს ფილიმონ კარბელაშვილი ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლების მასწავლებელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ლომოურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თავისი მოთხრობა „ყოველის მხრიდან“ უსასყიდლოდ გადასცა დასაბეჭდად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ფილიმონ კარბელაშვილი ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ზაქარია ლაბაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ფოტოგრაფის გამოუსადეგარი ნივთები მისთვის მიეყიდათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ლეჩხუმის მაზრის საეპარქიო სკოლების ზედამხედველმა მამა ალექსი ილარიონის ძე გერსამიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ფასდაკლებით მიეყიდათ 10 ბუნების კარი, 100-100 ცალი „დედა ენა“ და რუსული ანბანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რაფიელ ერისთავის გარდაცვალების შესახებ სამ რუსულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში 13 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმის თანახმად, რაფიელ ერისთავის დაკრძალვას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ყველა წარმომადგენელი დაესწრო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ერისთავის გარდაცვალების შესახებ გააკეთეს მოხსენება.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს შესაწევრის სახით 20 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 თებერვალს სენაკის სკოლის მასწავლებელი ვიქტორ ბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მოსწავლეთა მეთვალყურეობისა და პედაგოგად მუშაობის გამო გაწეული შრომისთვის ჯილდოს ითხოვდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-8 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.