ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50477

1851

ტიპი: ღონისძიება

1851 წელს ჰაკესა და რაევსკის პანსიონს, სადაც ილია სწავლობდა, ჰაკე განაგებდა.

1851

ტიპი: განათლება

1851 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში მიიღეს.

1851

ტიპი: განათლება

1851 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისში ჰაკესა და რაევსკის პანსიონში ცხოვრობდა. ილიას ცნობით, პანსიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლეონტი ჰაკე ყოველმხრივ განათლებული კაცი იყო.

1851

ტიპი: განათლება

1851 წელს, თბილისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ ჰაკესა და რაევსკის პანსიონში ცხოვრობდა.

1851

ტიპი: განათლება

1851 წელს ილია ჭავჭავაძე სასწავლებლად თბილისის გიმნაზიაში შევიდა.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს დაბადებულმა კლიმენტი ჩიქვანმა საეკლესიო განათლება საირმის მონასტერში მიიღო.

1851

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1851 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა.

1851

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1851 წლის 16 ივნისს გორში რევაზ თარხნიშვილის ოჯახში ეკატერინე თარხნიშვილი დაიბადა.

1851

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი 1851 წლის 20 ივლისს დირბში დაიბადა.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ყვავილს“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა მამიკონის, მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის ლექსი „ტეატრი“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა სიმონ მაჩაბლის სატირა „დედა და ქალი“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები: „ეკატერინე ჭავჭავაძეს“, „N“, „გამოსალმება“, ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩის ტბა“, „ლოდინი“, „ოცნება“ (პუშკინის თარგმანი).

1852

ტიპი: განათლება

1852 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ მეოთხე კლასიდან თბილისის გიმნაზიაში განაგრძო სწავლა.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ლექსი „მეც შავ თვალებს“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკარში" დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ერთხელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია...“ და „მწუხარება“.

1852

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1852 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ცაიშში დაიბადა იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წელს ივანე გივის ძე ამილახვარი შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა და პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს.

1852

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 13 იანვარს ეკატერინე ასათიანმა ქრისტინე შარაშიძეს წერილი გაუგზავნა და თავისთან, ლაილაშში მიიწვია. ასევე შეატყობინა, რომ სკოლაში 2 მეექვსე და 1 მეშვიდე კლასს რუსულს ასწავლიდა და პოლიტსწავლებაში იყო ჩაბმული.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო გვარდიის შტაბს-როტმისტრმა ლევან დავითის ძე გურიელმა, რომელიც არჩეულ იქნა საზოგადოების წინამძღოლად.

1852

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი 1852 წლის 20 ნოემბერს დაიბადა.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის მამა გრიგოლ ჭავჭავაძე.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამა გრიგოლ ჭავჭავაძე ყვარლის სასაფლაოზე მეუღლის, მარიამ ბებურიშვილ-ჭავჭავაძის გვერდით დაკრძალეს.