რეგისტრირებული ფაქტები50483
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს გამართულ პირველ სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს გომარეთის სკოლის მასწავლებელმა ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ჯამაგირის მომატება სთხოვა. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბათუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსებაზე უარი განაცხადა, რადგან ეს საზოგადოების წესდებას ეწინააღმდეგებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს ბათუმში საზოგადოების განყოფილების დაარსება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხრიდან გაწეულ ფინანსურ ხარჯებს ხელი მოაწერეს საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ალექსანდრე ჭყონიამ, დავით კარიჭაშვილმა და ივანე ზურაბიშვილმა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 3 იანვარს ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელსკისა გარდაიცვალა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 8 იანვარს ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელსკისა საგურამოში დაკრძალეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ნესტორ კონტრიძე ქუთაისის სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქუთაისის სამრევლო სკოლას წიგნები და საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ნესტორ კონტრიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ქუთაისის სამრევლო სკოლისთვის გაეგზავნათ საჭირო ნივთები: 15 ცალი „დედა ენა“, 20 - „რუსკოე სლოვო“, „ბუნების კარი“, რვეულები, ფანქრები და კალმები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე მაჭავარიანს წიგნებზე მუშაობისთვის 4.33 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე დემუროვს დედნების შედგენისთვის 10 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მიხეილ ამირიძესა და გრიგოლ ჩარკვიანს კედლის კალენდარზე მუშაობისთვის 177.10 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ცხვედაძის წინადადება, შემოწმებულიყო საზოგადოების წიგნსაცავი. დადგინდა, წიგნსაცავის გამგისთვის ეთხოვათ, რომ ივანე ზურაბიშვილის, ალექსანდრე მიქაბერიძის (ყოფილი მდივნის) და პეტრე მირიანაშვილის (ახალი მდივნის) თანდასწრებით შეემოწმებინა წიგნის საწყობი და შედეგი მოეხსენებინა გამგეობისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს გამართულ მე-2 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნაძალადევის სამკითხველოს კეთილმოწყობისთვის 60 მანეთი გაიღეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ აკოფოვს 16 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ბესარიონ ჩომახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, დიდი ჯიხაიშის სამკითხველოსთვის ჟურნალ-გაზეთები გაეგზავნათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელენე ჯინოშვილისას 118 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 14 იანვარს გამართულ მე-4 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი და ალექსანდრე ჭყონია.
1901
ტიპი: ღონისძიება
პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ბათუმის სკოლის გამგეს გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნა, ბათუმის სკოლის შესახებ მიეწოდებინა ცნობები არაუგვიანეს 1901 წლის 15 იანვრისა, რათა მათ 1900 წლის წლიურ ანგარიშში შეეტანათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჭყონიასა და ალექსანდრე მიქაბერიძის მიერ მოწყობილი ბათუმის სკოლის რევიზიის საკითხი.