ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გიორგი გუნდიევს სურათებისთვის, მაუდისა და ქიშმირისთვის 4.75 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიმიტრი ნაკაშიძის გარდაცვალების გამო ტელეგრაფით გაგზავნილ ცნობაში 1.70 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ლაბაურს 42 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს 40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ივანე მერაბიშვილმა საზოგადოების წევრებს სთხოვა, უდის სამკითხველოსთვის 48 მანეთი შეეწირათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს დიმიტრი ამაშუკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის წიგნები ყოველწლიურად გაეგზავნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მამა ბენედიქტეს წიგნების ანგარიშში 5.70 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძის ინიციატივით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის ყოველწლიურად გაეგზავნათ საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი წიგნების თითო ეგზემპლარი. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე რატიშვილმა და სხვა წევრებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით უდის სკოლას 48 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს 20 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 585.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს გამართულ მე-5 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი და ივანე ზურაბიშვილი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 30 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ ოცხელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის ყოველწლიურად გაეგზავნათ საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი წიგნების თითო ეგზემპლარი. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძის ინიციატივით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის ყოველწლიურად გაეგზავნათ საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი წიგნების თითო ეგზემპლარი. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და სხვა წევრებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს 300 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის თებერვალში ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი კავკავის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის თებერვალში 25.46 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მეორე სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის თებერვალში 29.50 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სულ 14389.3 მანეთი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძე აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრად აირჩიეს. ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დაკავშირება ვაჭრობა-მრეწველობის დარგში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გულისაშვილს ექვსი თვით ათხოვა დოლარის კუპიურა ასლების გასაკეთებლად. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და ეკატერინე გაბაშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გომარეთის სკოლის პედაგოგ ერასტი გორდელაძეს ორი თვის ჯამაგირი 40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გომარეთის სკოლის მშენებლობის დასამთავრებლად 25 თუმანი გამოყვეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 40 „დედა ენა“, საწერი ქაღალდი, კალმები, ფანქრები და სამელნე ფხვნილი.