რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავსა და მუზეუმზე ზრუნვა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბათუმის სკოლის სამზრუნველოს მისწერა, სკოლაში მოსწავლეთა რიცხვის სამასამდე გაზრდის მიზეზი ეცნობებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ივანე რატიშვილს გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში სამკითხველოს გახსნაზე ზრუნვა დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილის მოხსენება ელენე მუსხელიშვილის ანდერძის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს თევდორე რაზიკაშვილის თხოვნით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ხელთუბნის სკოლას 5 „დედა ენა“, 2 „საღმრთო ისტორია“ და წითელი მელანი გაუგზავნეს. ნივთები ჯამში 2 მანეთისა და 75 კაპიკის ღირებულების იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ილია შუბლაძე სოფელ დვირის ეკლესიაში მსახურობდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, კონსტანტინე წერეთელი ხონის სამკითხველოს გამგე იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ექვთიმე თაყაიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 15 მანეთი და 64 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ჭიჭინაძეს 25 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს 3 მანეთი და 50 კაპიკი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს 200 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ კონსტანტინე გვარამაძეს 36 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ გაყიდვიდან მიღებული 500 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომას დაესწრნენ: იაკობ ღულაძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომას დაესწრნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები არჩილ ჯორჯაძემ და ნიკოლოზ ცხვედაძემ დაამტკიცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები იაკობ ღულაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვებმა დაამტკიცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე სარაჯიშვილმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ და სხვებმა დაამტკიცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ განიხილა ახალციხის მაზრის აწყურის საზოგადოების წევრის, სოფ. დვირის მღვდლის, ილია შუბლაძის, სასწავლებლის წიგნებითა და რვეულებით დახმარების საკითხი და გადაწყვიტა, შუბლაძისათვის 30 ცალი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" და 100 ცალი ქართული საწერი რვეული გაეგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა ახალგაზრდა მსახიობ ტასო აბაშიძის საბენეფისო სპექტაკლი, წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის მიერ თარგმნილი სამმოქმედებიანი კომედია „სანატრელ ცოლს".
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში წავიდა, მას ახლდა საექიმო ნაწილის ინსპექტორი ი. ი. მალინინი.