ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 5 ივნისს ივანე რატიშვილმა ბათუმის სკოლაში რევიზორად მუშაობაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ხონის ბიბლიოთეკას საზოგადოების გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი გაუგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11446. 34 მანეთი, სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1458. 98 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან ხუთ ივნისამდე საზოგადოებას 88.3 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 22-ე სხდომას დაესწრნენ: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სააზნაურო მამულების გამგე კომისიას, წიგნის მაღაზიასა და კანცელარიას აპრილისა და მაისის ქირა (280 მანეთი) გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 11.45 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას მაისში 144.55 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სახალხო ბიბლიოთეკას მაისში 121.86 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ აპრილს 64.04 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 სამკითხველოს გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში მკითხველთაგან – 12.70 მანეთი, გამგეობისგან კი 100 მანეთი ჰქონდა მიღებული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ ედილაშვილს ჯილდოდ 32 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ აპრილს მკითხველებისგან 3.04 მანეთი ჰქონდა მიღებული.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში სამკითხველოს გამგის ჯამაგირისთვის გაცემული ჰქონდა 20. 00 მანეთი, მსახურის ჯამაგირისთვის – 2. 00, წიგნებისთვის — 1.21, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 1.34 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში ნაშთის სახით 28.45 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში საზოგადოებისგან 15 მანეთი ჰქონდა მიღებული, მკითხველებისგან – 1. 10, ქალაქის გამგეობისგან კი – 100 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში სამკითხველოს ქირისთვის გაღებული ჰქონდა 10.00 მანეთი, გამგის ჯამაგირისთვის – 15, მსახურის ჯამაგირისთვის – 0.40, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 0.61 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება ეკატერინე ვაჩნაძის N147 ყულაბის გახსნის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ აპრილს გაღებული ჰქონდა სამკითხველოს ქირისთვის – 8 მანეთი, გამგის ჯამაგირისთვის – 15 და შესაწევრისთვის – 10, მსახურის ჯამაგირისთვის – 1.50, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 1.09 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მიმართვა, კრების სექტემბერში გადადების მიუხედავად, მას და მის თანაშემწეს ყოველთვიური ჯამაგირი აეღოთ. მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ იანვრიდან „დედა ენა“ განახლებული ტირაჟით დაიბეჭდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 13.60 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 7 ივნისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების სადგომში კავკასიის გამოფენის კომისრის, იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე თავმჯდომარემ კომიტეტს გააცნო ინჟინერ რაგოლერის განცხადება გამოფენის პავილიონის ელექტრონით განათების შესახებ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 10 ივნისს მოსე კალანდარიშვილი ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის წევრად აირჩიეს.