ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ ბასილეთის სკოლის მასწავლებელმა სერგი კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეებისთვის ძალიან საჭირო წიგნები იყო: 20 ეგზემპლარი გ. კალანდარიშვილის „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“, 13 ც. „დედაენა“, 5 ც. „ბუნების კარი“, 17 ც. სოკოლოვის „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“, 5 ც. „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, 6 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი. ასევე სასწავლებელი ძალიან საჭიროებდა გლობუსს, რომლის შესაძენადაც სახსრები არ ჰქონდათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ ბასილეთის სკოლის მასწავლებელმა სერგი კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას აცნობა, რომ 1881 წლის მარტში გამგეობისგან ერთხელ მიიღეს წიგნები, სულ 62 ეგზემპლარი, 15 მანეთის ღირებულებისა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სერგი კალანდაძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის სოფელ ბასილეთის სკოლის 85 მოსწავლე ქალ-ვაჟიდან 23 ღარიბი იყო, რომელთაც მშობლები ვერ აკმაყოფილებდნენ სასწავლო ნივთებით. ამის გამო ბავშვებსაც სწავლაზე გული უცრუვდებოდათ და სწავლის ნორმალურ მსვლელობასაც დაბრკოლებას უქმნიდა, რადგან გაკვეთილების დროს ერთმანეთში გახშირებული ნივთების თხოვნა იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლის 20 აპრილს მიიღეს სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები, სულ 52 ეგზემპლარი, მაგრამ არ მიუღიათ ცნობა, ვისგან და რა მიზნით იყო გამოგზავნილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფ. ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მის იქ ყოფნაში (1881 წლის მარტიდან) ერთხელაც არ მიუღიათ. მისი აზრით, შესაძლოა, მისი წინა მოადგილეების დროს მიიღეს წიგნები, რომლებიც ახლაც ჰქონდა სკოლას და იყენებდნენ მოსწავლეებისთვის.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სამსონ თვალთვაძის ცნობით, 1881 წლის 1-ელი დეკემბრისთვის სოფ. მუხურის სკოლაში სწავლობდა 21 ვაჟი, არც ერთი ქალი, მათგან 9 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პორფირი კერესელიძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის სოფელ სადმელის სკოლაში სწავლობდა 25 მოსწავლე ვაჟი და ქალი, მათგან 20 ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი კიკაჩეიშვილის ცნობით, 1881 წლის 24 დეკემბრისთვის სოფელ ზანის სკოლის 35 მოსწავლიდან ღარიბი იყო 13, მაგრამ უკიდურესად ღარიბი იყო 6, რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი სახსრები წიგნების და ნივთების შესაძენად.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი კიკაჩეიშვილის ცნობით, 1881 წლის 24 დეკემბრისთვის სოფელ ზანის სკოლაში სწავლობდა 35 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სერგი კალანდაძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის სოფელ ბასილეთის სკოლაში სწავლობდა 85 მოსწავლე, 70 ვაჟი და 15 ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ მარკოზ რიჟამაძის ცნობით, 1881 წლის 22 დეკემბრისთვის სოფელ სიმონეთის სკოლაში სწავლობდა 36 შეგირდი ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან 16 ღარიბი იყო და არ შეეძლოთ საკუთარი სახსრებით სასწავლო წიგნებისა და ნივთების შეძენა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ზაქარია გულისაშვილის ცნობით, 1881 წლის 20 დეკემბრისთვის სოფელ კაკაბეთის სკოლაში სწავლობდა 45 მოსწავლე, მათგან 19 იყო ქალი, ხოლო ვაჟი − 26.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ იოსებ ცხვედაძის ცნობით, 1881 წლის 20 დეკემბრისთვის სოფელ კავთისხევის სკოლაში სწავლობდა 71 მოსწავლე, აქედან ღარიბი იყო 13.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ იოსებ ცხვედაძის ცნობით, 1881 წლის 20 დეკემბრისთვის სოფელ კავთისხევის სკოლაში სწავლობდა 71 შეგირდი, მათგან 30 იყო ვაჟი და 41 − ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე მესხის ცნობით, 1881 წლის 10 დეკემბრისთვის სოფელ ნაკურალეშის სკოლის 10 შეგირდი ვაჟიდან არცერთი იყო ისეთი ღარიბი, რომ წიგნები ვერ შეეძინათ. მოსწავლეებს ჰქონდათ ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სხვა სასწავლო ნივთებიც.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე მესხის ცნობით, 1881 წლის 10 დეკემბრისთვის სოფელ ნაკურალეშის სკოლაში სწავლობდა 10 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არასდროს მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ არავითარი წიგნი და სასწავლო ნივთი არ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ძალიან სჭირდებოდა 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, საწერი ქაღალდი, ფანქრები, კალმები, სახაზავები და ცარცი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კაკაბეთის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია (შაქრო) გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სკოლამ მიმდინარე წელს მიიღო საზოგადოებისგან შეწირული წიგნები ქართული ბიბლიოთეკისთვის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 დეკემბერს სოფელ ძიმითის სკოლის მასწავლებელმა თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღეს 1880 წლის 5 თებერვალს მისი წინა მოადგილის დროს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო „დედაენა“, არითმეტიკის სახელმძღვანელო (ნებისმიერი გამოცემა), დ. სოკოლოვის „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“ აგრეთვე სკოლისათვის გეოგრაფიული რუკა და ნ. ჩუბინაშვილის-რუსულ ქართული ლექსიკონი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველ დეკემბერს სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“ (შედგენილი მარიამის სასახლის ეკლესიის დეკანოზ დ. სოკოლოვის მიერ და რუსულიდან ნათარგმნი გ. დიდებულიძისაგან) − 2 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი − 9, „დედაენა“ − 14, ასევე ნივთები: 9 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, 9 ფანქარი, თითოეულ მოსწავლეზე ათ-ათი ფურცელი საწერი ქაღალდი, სულ 90 ფურცელი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელი პორფირი კერესელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებდა, რომ სკოლას სჭირდებოდა ისეთი სახელმძღვანელო წიგნი, რომელიც ახალი გეგმით შეესაბამებოდა სასწავლებლის პროგრამას.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, 1880 წლის 24 მარტს მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები. რაც სკოლისთვის იყო გამოგზავნილი, ბიბლიოთეკაში შეიტანა და რაც ღარიბი მოსწავლეებისთვის − დაურიგა მათ უფასოდ.