რეგისტრირებული ფაქტები50135
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება ხელმეორედ, 6 დეკემბერს დაინიშნა. კრებაზე უნდა განეხილათ შემდეგი საკითხები: საზოგადოების გამგეობის სამოქმედო ანგარიში 1888 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე; 1888-1889 წლების სავარაუდო ხარჯთ-აღრიცხვა და ახალი წევრების არჩევის საკითხი. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 22 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილება (გამგეობის დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) განმეორებით თხოვნას უგზავნის მთავარ გამგეობას, რათა თბილისის ყველა ქართულ გაზეთში გამოცხადდეს, რომ თავისუფალია კავკავის ქართული სკოლის გამგის ადგილი; პირობები: ჯამაგირი – თვეში 60 მანეთი, ბინა – გათბობითა და განათებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს მთავრობისაგან 5 მილიონი მანეთის სესხად აღების, ტყვარჩელის მადნების დამუშავების, ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის, სხვადასხვა კულტურული დაწესებულებისთვის დახმარების აღმოჩენის, მოსამსახურე პირების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, კავკავის სკოლის უზრუნველყოფის და სხვა პრობლემური საკითხები.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე გამგეობამ 54 წიგნი და რვეული გამოსცა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 იანვარს ვლადიკავკაზის მკვიდრმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს ახალი წელი მიულოცეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის იანვრიდან 20 ოქტომბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის გამართულ 16 სხდომიდან ტიტე კახიძე დაესწრო 16-ს, იოსებ შვილევი – 9-ს, ივანე ფიცხელაური – 6-ს, მოსე კალანდარიშვილი – 12-ს, ზაალ მჭედლიშვილი – 9-ს, ვარლამ ბურჯანაძე – 11-ს, გრიგოლ ბურდული – 6-ს, ზაქარია კიკნაძე – 3-სა და იასონ ლორთქიფანიძე – 9-ს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგ ნოე ალმასხანის ძე ქურიძის წლიური ანაზღაურება 600 მანეთი იყო, 300 მანეთი კი ბინის ქირისთვის ეძლეოდა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, კირილე იესეს ძე ნინიძე და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზიდიუმის წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3450 სურათი ჰქონდა. წლის განმავლობაში მხოლოდ ორი სურათი დაემატა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსვენებული მასწავლებლის, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას ოჯახს საზოგადოების ანგარიშიდან 10000 მანეთი გადაეცა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გ. ყაზბეგი) თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორ ბელიაევის მიერ კავკავის ქართულ სკოლაში ჩატარებული რევიზიის დასკვნა გაუგზავნა საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გამგეობას (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) და სთხოვა, საკუთარი გამოძიება ჩაეტარებინათ სკოლის ვითარების შესასწავლად და შეძლებისდაგვარად სწრაფად ეცნობებინათ პასუხი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობა (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) მთავარ გამგეობას ატყობინებს ქართული სკოლის მძიმე ნივთიერ მდგომარეობას და სთხოვს მატერიალური შემწეობის აღმოჩენას, რათა დახურვისგან იხსნან ეს მეტად საჭირო სასწავლებელი.
1913
ტიპი: განათლება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) შეტყობინების თანახმად, 1913 წლის სექტემბერში 100 ბავშვზე მეტი იყო კავკავის ქართულ სკოლაში სწავლის მსურველი, მაგრამ უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობაში ჩავარდნილმა სკოლამ მხოლოდ 64 მოსწავლის მიღება შეძლო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძის ძეგლის კურთხევას გამგეობის წევრი გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული დაესწრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის 1920 წლის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლა ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გადასცემოდა, მაგრამ სკოლა თუ არსებობას შეწყვეტდა, ან პროგრამა შეიცვლებოდა, სკოლის ქონება ისევ საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავისთვის წიგნების შესაძენად 27629. 50 მანეთი დაიხარჯა, თანამშრომლების ხელფასებისა და დახმარებისთვის – 143180.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წელს გარდაიცვალა მსახიობი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი. იგი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების თბილისის განყოფილებას 2000 წევრი ჰყავდა, ქუთაისისას – 394, ჭიათურისას – 20, სენაკისას – 191, ხონისას – 73, ფოთისას 75, ბორჯომისას – 154, ლანჩხუთისას – 77, ცხინვალისას – 60 და ვეჯინისას – 10.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშიდან აწყურის სკოლას 1500 მანეთი მიეცა, რუსთაველის სახელობის სკოლას – 1020.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს სერგო იაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, კირილე იესეს ძე ნინიძე, ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი და ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს საზოგადოებამ საგურამოს სკოლაზე (მასწავლებელი – კონსტანტინე სეხნიაშვილი) 1036.66 მანეთი დახარჯა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს კონსტანტინე სეხნიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლის პედაგოგი იყო.