ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხარაგაულში სამკითხველოს გახსნის საკითხი დასამტკიცებლად სხვა დროისთვის გადაიდო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს გრიგოლ ქურდიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამეობას სთხოვა, რომ დურგალთა ამხანაგობის სკოლისთვის უფასოდ გადაეცათ 10-10 ცალი „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და არჩილ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის მე-2 სამკითხველოს დღიური შემოსავალი – 111.76, ხარჯი კი 33. 76 მანეთი იყო. ხარჯების გარეშე სამკითხველოს 78 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის 1-ელი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა. ხარჯების გარეშე სამკითხველოს 45. 65 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს საქველმოქმედო კონცერტის გამართვისკენ მოუწოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის 1-ლი სამკითხველოს დღიური შემოსავალი 69.96 მანეთი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა საქველმოქმედო კონცერტის გამართვა ოლღა ჭავჭავაძეს მიანდეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, დიმიტრი არაყიშვილმა საზოგადოებას თავისი სიმღერების კრებული შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ პეტრე მირიანაშვილს დაავალა, სტამბებიდან მოეგროვებინა ცნობები ლექსიკონების დაბეჭდვის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ვლადიკავკაზის საკვირაო სკოლას 70.30 მანეთის საკანცელარიო ნივთები უსასყიდლოდ გადასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს გიორგი ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზის სკოლისთვის 40 „საღვთო ისტორიისა“ და 150 ქართულის რვეულის გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს სილოვან ხუნდაძემ საზოგადოების წევრებს განმეორებით მისწერა, რომ საზოგადოების მე-3 წიგნაკი დაკარგა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 200 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს წიგნების ანგარიშში 75 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „დედაენის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 500 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ყიფშიძეს დავით კლდიაშვილის მოთხრობების შესწორებაში 10 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯები ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა დაამტკიცეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს თ. მელიქიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სამხედრო შინაარსის წიგნები ეთხოვებინათ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ერმალოზ ვეფხვაძემ საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ხარაგაულში სამკითხველო გაეხსნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 30-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს მინდვრის კულტურის მოღვაწეთა სხდომაზე ალექსანდრე ქალანთარმა დასვა საკითხი, შიმშილობის დროს როგორ მიეწოდებინათ ხალხისთვის სათესლე ხორბალი. გადაწყდა, თბილისში დაარსებულიყო სათესლე ხორბლის ბიურო. ბიუროს დააარსებლად მან 200 მან. შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ოქტომბერს გაზეთ „ივერიის“ გამომცემელთა ამხანაგობის სხდომაზე ალექსანდრე სარაჯიშვილმა ილია ჭავჭავაძეს შესთავაზა, 3000 მანეთის სანაცვლოდ „ივერიის“ გამოცემის უფლება და რედაქტორობა მისთვის გადაეცა. სარაჯიშვილმა თანხის მთლიანად გადახდისთვის 6 თვე მოითხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში წავიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს ბათუმში კავკასიის სამოქალაქო საექიმო ნაწილის გამგე ფენომენოვი ახლდა.