ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 21-დან 26 ნოემბრამდე საზოგადოებას 16164 მანეთი და 70 კაპიკი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 6400.12 მანეთი ისესხა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას ნაღდი ფული 4633 მანეთი და 59 კაპიკი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 35-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 35-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 35-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ საზოგადოების ბიუჯეტში საკმარისი თანხის უქონლობის გამო გრიგოლ ყიფშიძეს წიგნის შეძენაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 26 ნოემბერს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, წიგნებით ვაჭრობისას მისი სახელით არ ესარგებლათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ნიკოლოზ ელიავა დაეთანხმა ილია ჭავჭავაძის გადაწყვეტილებას, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა კატალოგი ორ ეგზემპლარად ეწარმოებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნებით ვაჭრობის ნებართვა გასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა კატალოგი ორ ეგზემპლარად უნდა ეწარმოებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის წარმოების ინსტრუქცია შესასწორებლად დავით კარიჭაშვილს მიანდო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ნათანაელ ჰერცენშტეინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის განავრცელებელი საზოგადოების წევრებს ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგრაფიის შესახებ განცხადების დაბეჭდვის ნებართვა სთხოვა. მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონის გამოცემა გაეგრძელებინათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 26 ნოემბერს ბეჭდვითი საქმის მთავარმა სამმართველომ ოფიციალურად დაამტკიცა, რომ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება დროებით ალექსანდრე სარაჯიშვილს გადაეცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს ბათუმის სკოლისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ოქტომბერს გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ ქალაქის მოურავის მოადგილე ბ. ბ. შესტაკოვი, საბჭოს ზოგიერთი ხმოსანი, ივანე ჩერქეზიშვილი და ევგრაფ ხოსროევი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ნოემბერს ნავთლუღის 44-ე დრაგუნთა პოლკმა საპოლკო დღესასწაული აღნიშნა. პოლკის ეკლესიაში გადაიხადეს სამადლობელი პარაკლისი, რომელსაც მთავარმართებელი გოლიცინი დაესწრო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 ნოემბერს, წმინდა ანდრია მოციქულის დღესასწაულზე, თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში უკანასკნელად ჩაატარა წირვა საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა ხარკოვის არქიეპისკოპოსმა ფლაბიანემ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის პირველი დეკემბრიდან 1904 წლის 20 მაისამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ლეღვნის სასწავლებელში მუშაობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ლანჩხუთის სკოლისთვის გამოყო 466 მანეთი და 77 კაპიკი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილს მისწერა, ქუთაისის სკოლაში გერმანული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ.