ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1911

ტიპი: განათლება

1905-1911 წწ-ში კავკავის ქართულ სკოლაში საქმის წარმოების გაცნობის შედეგების შესახებ მოხსენებაში ვარლამ ბურჯანაძე ერთ-ერთ დარღვევად ასახელებს ფურცლების ამოხევის ფაქტს ნიკო ცხვედაძის მიერ შემოწმებული კატალოგის წიგნიდან.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 15 ნოემბერს ფილიალის გამგეობისთვის წარდგენილ მოხსენებაში ვარლამ ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის დროს კავკავის ქართული სკოლის დარაჯმა – რომან პანასოვმა – ბევრი სასკოლო ნივთი (ხატები, სამზარეულოს მოწყობილობა, სამეურნეო იარაღები, მცენარეები და სხვა) თავის საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო მისი მეუღლე, ქ-ნი გაშა, სასწავლებლის შტემპელით სარგებლობდა და მეგობრებს კონტრამარკებს აძლევდა თეატრში საღამოებსა და წარმოდგენებზე დასასწრებად.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების შემოსავალი — 8042.62 მანეთი, ხოლო გასავალი 7444.24 მანეთი იყო. ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს გამგეობის დროებითმა მდივანმა მიხეილ ბურდულმა და ხაზინადარმა მოსე სულუხიამ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ანა სოლოღაშვილი, სოფრომ ტარუაშვილი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, ირადიონ სონღულაშვილი და იუსტინე აბულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წევრობის კანდიდატები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილის საბავშვო მოთხრობების წიგნი 1990 ეგზემპლარად გამოსცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს პეტრე გელეიშვილი, ნინო ნაკაშიძე, თევდორე კიკვაძე, იოსებ გიორგობიანი, ვარლამ ბურჯანაძე, მეთოდე კაკაბაძე, ლეონ ნათაძე და ნიკოლოზ ჩიგოგიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულები იყვნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1890-1921 წლებში ვლადიმერ აბრამიშვილი საჩხერის სამრევლო სკოლის გამგე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, შიო დედაბრიშვილი, ქრისტინე შარაშიძე, დავით ონიაშვილი, სამსონ ფირცხალავა და პავლე საყვარელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულები იყვნენ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი, გიორგი ვასილის ძე დალაქიშვილი, რაფიელ ბესარიონის ძე ნიჟარაძე, გაბრიელ გრიგოლის ძე ოქროპირიძე, იაკობ ისიდორეს ძე რამიშვილი და ნინო სოლომონის ასული ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) დიმიტრი ხოშტარიამ გამგეობის წევრებს წიგნის მაღაზიის საქმიანობის შეფასება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) დიმიტრი დუმბაძემ გამგეობის წევრების არგუმენტები ეჭქვეშ დააყენა, განაცხადა, რომ საზოგადოებას არ გაუჭირდებოდა მასწავლებელთა მოძებნა, თუ სამინისტროზე ადრე გაზრდიდა ხელფასებს და 400 მანეთს დანიშნავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძის მიერ წარდგენილი იმავე წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საზოგადოება ვარაუდობდა, რომ შემოსავალი იქნებოდა 289557.54 მანეთი, გასავალი კი — 127494.90 მანეთი. თანხაში არ შედიოდა 7500 მანეთი, რაც სეირნობებიდან და საქველმოქმედო კონცერტებიდან უნდა შემოსულიყო, და არც ეროვნული საბჭოსაგან მისაღები დახმარება 5000 მანეთის ოდენობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის წევრებმა მთავრობას მასწავლებლებისთვის ანაზღაურების გასაზრდელად პირველად 30000 მანეთი სთხოვეს და ხელფასი 210 მანეთამდე გაზარდეს, მეორედ კი თანხა ხელფასის 400 მანეთამდე გასაზრდელად ითხოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) კალენიკე ნინიძემ განაცხადა, რომ სარევიზიო კომისია გამგეობას არარეალურ ვალდებულებებს აკისრებდა, ამიტომ მათი საყვედურები უნდა გაბათილებულიყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 449979. 11 მანეთის შეწირულობა შეუვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ოლღა ჭავჭავაძის დასახმარებლად 85762 მანეთი გასცა, იაკობ გოგებაშვილის განათლების ფონდისთვის – 1457. 81, საზოგადო კრების ხარჯისთვის – 620.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე თელავის განყოფილებისთვის 2189. 78 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე ალექსანდრე ხახანაშვილის საფლავის ძეგლისთვის 2500 მანეთი იდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს სკოლებში მასწავლებლებს თვიურად — 400 მანეთი, რვეულების შესასწორებლად კი დამატებით 50 მანეთი დაენიშნათ, რომ გამგეობა პარლამენტის სასკოლო კომისიის მიერ დადგენილი ნორმებით ხელმძღვანელობდა და ხელფასი გამგეობასაც 450 მანეთამდე უნდა გაეზარდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქციის საკვირაო სკოლის ანგარიშზე 1425. 03 მანეთი იყო, 1921 წლის პირველ იანვარს – 1485. 96.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, გამომცემელმა კონსტანტინე თავართქილაძემ საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, გამომცემლობა ტფილისის ამხანაგობამ საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, გამომცემელმა ზაქარია ჭიჭინაძემ საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა წიგნები.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარს, გიორგი ვასილის ძე დალაქიშვილს, რაფიელ ბესარიონის ძე ნიჟარაძეს, ნინო სოლომონის ასულ ციციშვილს, ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილს, რაისა ჩიხლაძეს, მამანტი არსენის ძე ხუხუნაიშვილს და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ემუხვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია მოეხსნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ იმავე წლის საქმიანობის ანგარიში არ წარუდგენია ქუთაისის, ბათუმის, გუმბრის, ლიხაურის, ოზურგეთის, მაჩხაანისა და სხვა გამგეობებს.