ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს ილია ტოროშელიძესა და დავით ჩიქოვანს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია მოეხსნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ იმ აკაურთის, ატენის, ბორბალოსა და გომარეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, რადგან მასწავლებლებმა ხელფასის სიმცირის გამო მუშაობაზე უარი განაცხადეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს შალვა მოსიძეს, შალვა ტატიშვილს, სიმონ ფიცხელაურს, სილოვან ყიფიანს, გიორგი ჩიტაიას, დავით ჩხეიძეს და თამარ ძნელაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია მოეხსნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების მცდელობის შედეგად 1916- 1917 წლებში 15 სხვადასხვა დასახელების წიგნი გამოიცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ სარევიზიო კომისიის წევრებს მოახსენა, რომ განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სკოლებში უფრო რთული ვითარება იყო, ვიდრე საზოგადოების მიერ დაარსებულ სკოლებში. დარღვევების მიზეზად მან ქვეყნის მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობდა ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 40 განყოფილებიდან საპროცენტო გადასახადი მხოლოდ თვრამეტმა გაიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ 1916-1917 წლებში გამგეობამ ჯაბადარისგან 65 სხვადასხვა დასახელების წიგნი შეიძინა, მათ შორის – ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა ტომეული (1500 ცალი) და 4000 ცალი „დონ-კიხოტი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარე თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ სარევიზიო კომისიის წევრებმა ბიბლიოთეკაში არსებული მდგომარეობა უგულისყუროდ შეამოწმეს და მცდარი დასკვნები გამოიტანეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მაღაზიისა და გამომცემლობისგან 12807335. 60 მანეთი დარჩა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების მცდელობის შედეგად 1916-1917 წლებში გამოიცა იაკობ გოგოებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა“, „თავდადებული ქართველნი“, იროდიონ ევდოშვილის საყმაწვილო მოთხრობების I და II ნაწილი, გიორგი ქუჩიშვილის ლექსები და შიო მღვიმელის საბავშვო ლექსები: „ძუნწი და ნატვრა“, „სამი ცელქი“, „ოქროს თავთავი“, „ცვარი“ და „ჩემი ყვავილები“.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გრიგოლ დადიანის ანგარიშზე 1992. 4 მანეთი ჰქონდა, 1921 წლის პირველ იანვარს – 1569 მან.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ანანია სალუქვაძე, ვარლამ რუხაძე, ალექსანდრე წერეთელი, დიმიტრი დუმბაძე, პლატონ ლეჟავა, იაკობ ცინცაძე, თედო ქარცივაძე და მელიტონ ფერაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეკატერინე სარაჯიშვილის პროფესიული სკოლის ანგარიშზე 101899. 99 მანეთი ჰქონდა, 1921 წლის პირველ იანვარს – 105384. 97 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კანცელარიის ბინის ქირისთვის 18600 მანეთი გასცა, საკანცელარიო, საფოსტო, განათებისა და გათბობისთვის – 68185. 75 მან, ლავრენტი აგლაძის ქვრივისთვის კი – 7650 მან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) კ. სვიმონიშვილმა განაცხადა, რომ ბორჩალოს მაზრის სოფლებში (ყალამშში, გომარეთსა და აკაურთაში) სკოლების დაზიანებული სახურავების, ფანჯრებისა და კედლების გამო 1917 წელს სწავლა შეწყვეტილი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სათადარიგო თანხის ანგარიშზე 155628. 21 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონისთვის 3256. 96 მანეთი იყო, 1921 წლის პირველი იანვრისთვის – 13490. 92 მან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ივანე ავალიშვილმა საზოგადოების წევრებს მათი მოსამსახურეების ანაზღაურების საკითხი შეახსენა და განმარტა, რომ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მათ მასწავლებლებზე ნაკლები ხელფასები ჰქონდათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ დაადასტურა სარევიზიო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება აკაურთის, ატენის, ბორბალოსა და გომარეთის სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. მან მიზეზად გამგეობაში სკოლების შენახვისთვის საჭირო თანხის უქონლობა და მუშაობის მსურველ მასწავლებელთა სიმცირე დაასახელა.

1921

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის ანგარიშზე 762. 11 მანეთი ჰქონდა, 1921 წლის პირველ იანვარს კი – 788. 18 მან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძის მიერ წარდგენილი იმავე წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საზოგადოება ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გამოყოფდა 68787.46 მანეთს, სასკოლო ხარჯისთვის — 47294.14 მანეთს, ბიბლიოთეკებში სახალხო სამკითხველოების მოსაწყობად — 3230-ს, მუზეუმებისთვის კი — 8183.30 მანეთს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო სხვადასხვა პირის შემოწირულობა იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას გადაწყვეტილი ჰქონდა შემოსავლის გასაზრდელად ყოველი წლის 14 იანვარს, ნინოობას წარმოდგენა გაემართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ მიმდინარე წელს ყვირილის განყოფილების მიერ გამართული წარმოდგენებიდან და სეირნობებიდან შემოსული თანხა ჯამში 1190 მანეთს შეადგენდა.