ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის 14 იანვარს ყვირილის განყოფილების მიერ გამართული წარმოდგენიდან შემოსული თანხა 350 მანეთს შეადგენდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ მიმდინარე წელს ყვირილის განყოფილების მიერ გამართული წარმოდგენებიდან და სეირნობებიდან შემოსული თანხა 840 მანეთს შეადგენდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს ყვირილის განყოფილების მიერ გამართული წარმოდგენებიდან და სეირნობებიდან შემოსული თანხა 103 მანეთსა და 40 კაპიკს შეადგენდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო წარმოდგენებისა და სეირნობების გამართვა იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ურჩია ყულაბების რიცხვი გაემრავლებინა. ისინი დაედგათ მაღაზიებში, აფთიაქებში საკრედიტო დაწესებულებებში, საზოგადო საკრებულოში და სხვ. განყოფილების გამგეობამ მიიღო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძის წინადადება და შეიტანა ოქმში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო ყულაბები, რომლებიც განყოფილებას 4 სხვადასხვა ადგილას ჰქონდა განაწილებული. ყულაბების შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში 32 მანეთსა და 59 კაპიკს შეადგენდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 27 აპრილს ბათუმის ადგილობრივი კომიტეტის წევრმა, ჰუსეინ ბეგ აბაშიძემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ბათუმის სკოლის გადატანას ქობულეთში აპირებდნენ. თუ ბათუმში დატოვებდნენ, საზოგადოებას სკოლისთვის სახლს ერთი წლით უფასოდ დაუთმობდა. საზოგადოებას მხოლოდ სახლის თავისი ხარჯით შეკეთება მოუწევდა, რაც 1500 მანეთი დაუჯდებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 16 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და ნივთები გამოეგზავნათ: იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და „კონა“ ოც-ოცი ცალი, ჯაჯანაშვილის ამოცანები ათი ცალი, იოსელიანის საღმრთო ისტორია და კალენდარაშვილის სახელმძღვანელო ოცი-ოცი ცალი, გოგებაშვილის რვეულები N1 და N2 სამოც-სამოცი ცალი, რუსული წერის რვეულები სამოცი ცალი, სურათები ათორმეტთა დღესასწაულთა ერთი ცალი და ერთი ფუთი კალმები.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 27 აპრილს ბათუმის ადგილობრივი კომიტეტის წევრმა ჰუსეინ ბეგ აბაშიძემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ თავის მამულს (100 კვადრატულ საჟენს) საზოგადოებას შესწირავდა სკოლის შენობისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ იმ წელს მთავარ გამგეობაში 36 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 226 საკითხი განიხილეს. ეს ფაქტი ვარლამ ბურჯანაძემ დაადასტურა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლიდან ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლიდან დიმიტრი მაქსიმეს ძე დუმბაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს სეით იაშვილმა ჩააბარა ოდესის უნივერსიტეტში.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს სეით იაშვილმა დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელთა მიზანი იყო სახალხო პირველდაწყებითი სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების მოწყობა, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გამოცემა, საკუთარ წიგნთა საწყობების მოწყობა, ეროვნული მუზეუმისთვის ძველი ხელნაწერებისა და ისტორიულ-არქეოლოგიური საბუთების შეკრება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გამგეობის წევრებს 1916-1917 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 1907 წლამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მხოლოდ 12 ბიბლიოთეკა ჰქონდა დაარსებული, 1918 წლის პირველ იანვარს კი ჯამში 120 ბიბლიოთეკა და სამკითხველო იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1907 წელს საზოგადოების წესდება შეიცვალა და საწევრო 6-დან 3 მანეთამდე შემცირდა. წესდების თანახმად, საზოგადოებას განყოფილებების დაარსების უფლება მიეცა, ამიტომ 1918 წლამდე მათი რიცხვი 47-მდე გაიზარდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ იმავე წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით საზოგადოებას 38.942 წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის იანვრიდან დავით გიორგის ძე ჩადუნელსა და ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძეს დაენიშნათ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია – წელიწადში 360 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1918 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების წიგნის მაღაზიებიდან და საწყობებიდან მიღებული მოგება 159.506.70 მანეთს შეადგენდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადო მოღვაწეთათვის პანთეონის მოსაწყობად საზოგადოების წევრებმა დიდუბის გალავანში 50.000 მანეთად ღირებული ადგილი 5000 მანეთად შეიძინეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წესდების მე-15 მუხლის თანახმად არჩეულმა სარევიზიო კომისიამ 1916-1917 წლებში გაწეული ხარჯის სიზუსტე დაადასტურა.